„შოკოლადის ქვევრებზე მოთხოვნა შემცირდა – მუშაობას მხოლოდ ერთი ობიექტისთვის ვაგრძელებთ“ – Mouth melters

News.ge 22 საათი წინ 2
„შოკოლადის ქვევრებზე მოთხოვნა შემცირდა – მუშაობას მხოლოდ ერთი ობიექტისთვის ვაგრძელებთ“ – Mouth melters

შოკოლადის ქვევრებზე მოთხოვნა შემცირდა. არც სააღდგომო პერიოდში იყო დაინტერესება და შეიძლება ითქვას, რომ წარუმატებელი სეზონი გვქონდა, – ამის შესახებ კომპანია Mouth melters-ის თანადამფუძნებლმა ერეკლე ლოლაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანია შოკოლადის ქვევრებს მხოლოდ ერთი ობიექტის – “8000 მოსავლისთვის” ამზადებს.
მანვე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ “8000 მოსავლისგან” მოთხოვნა აღარ იქნება, კომპანია ამ მიმართულებას კორპორატიულ შეკვეთების მიღებამდე და სადღესასწაულო დღეებამდე შეაჩერებს, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნული მოცემულობა არ არის.
“დამუშავებული გვაქვს სხვადასხვა პროექტი, თუმცა რეალიზაციაში ჩაშვების აზრს ვერ ვხედავთ. მათ შორის არის შოკოლადის ფილები, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა გეგმები შეგვიცვალა”, – აღნიშნა მან.
ერეკლე ლოლაძე აღნიშნული მიმართულების გარდა ღვინოს აწარმოებს. მისი თქმით, Loladze Family Winery-ს ჯამში 5 დასახელების ღვინო აქვს, რომელთა თითქმის 100% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება და კომპანიას მიმდინარე პერიოდში, სიახლეები არ აქვს.
ცნობისთვის, შოკოლადის სახელოსნო საწარმოში, რომელიც სოფელ მისაქციელში მდებარეობს, 6 სახეობის შოკოლადის ქვევრი იწარმოება. პანდემიის პერიოდში შექმნილი კლასიკურ შავ და რძიან შოკოლადს სხვადასხვა შიგთავსით ამზადებს და მის რეალიზაციას სრულად ადგილობრივ ბაზარზე ხდება.
რაც შეეხება ღვინის მიმართულებას – Loladze Family Winery მცხეთის რაიონში, სოფელ მისაქციელში მდებარეობს. მეღვინეობა ყურძენს სხვადასხვა რეგიონიდან იბარებს და საშუალოდ, 5-მდე სახეობის ღვინოს აწარმოებს.
წყარო: ბიზნესპარტნიორი

სრულად წაიკითხეთ სტატია