პირველი სამედიცინო
კლინიკის დირექტორი, ლევან
რატიანი თორნიკე რიჟვაძის
ჯანმრთელობის
მდგომარეობასთან
დაკავშირებით პირველ
კომენტარს აკეთებს. მისი
თქმით, პაციენტის
მდგომარეობა ოდნავ
გაუმჯობესებულია, შოკის
ხარისხი
შემცირებულია.„პაციენტი
შემოყვანილი იქნა დღეს,
დილით, დაახლოებით 7-ის
ნახევარზე. გადმოყვანილი
იქნა სხვა კლინიკიდან.
მდგომარეობა შემოსვლისას
იყო საკმაოდ მძიმე,
ვინაიდან კლინიკურად
სახეზე იყო
ტრავმულ-ჰემორაგიული
შოკის კლინიკა. ამ წუთში
მისი მდგომარეობა
დადებითი დინამიკით არის,
ვინაიდან შოკის ხარისხი
შემცირებულია.
ჰემოდინამიკის
პარამეტრები მეტ-ნაკლებად
აღდგენილია. იმყოფება
მართვით სუნთქვაზე.
უტარდება ის სამკურნალო
ღონისძიებები, რაც
პროტოკოლით არის
გათვალისწინებული“, -
განაცხადა ლევან
რატიანმა.თორნიკე რიჟვაძე
საგარეჯოს
„ჯეოჰოსპიტალსში“
ცეცხლნასროლი ჭრილობით
დღეს შეიყვანეს. შემდეგ
რიჟვაძე პირველ
საუნივერსიტეტო კლინიკაში
გადაიყვანეს. თორნიკე
რიჟვაძის საქმეზე
გამოძიება საქართველოს
სსკ-ის 115-ე მუხლით არის
დაწყებული, რაც
თვითმკვლელობამდე
მიყვანას
გულისხმობს.ამასთან,
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე
ბრალდებულის სახით
დაკავებულია საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოს
უფროსი ალექსი ახვლედიანი.
შსს-ს ცნობით, ახვლედიანი
საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 238-ე
მუხლით არის დაკავებული,
რაც ცეცხლსასროლი იარაღის
დაუდევრად შენახვას
გულისხმობს.