
პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა.
არსებული ინფორმაციით, მისი ვაჟი აივნიდან გადავარდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში შოთიკოს მასწავლებელი ემოციური პოსტით ეხმაურება:
სულ ასეთი ლაღი მემახსოვრები კარგო ბიჭო, კეთილო და მხიარულო!! თვალწინ მიდგას როგორ ამბობდი ლექსს, როგორ ყვებოდი, ანცობდი.. რამხელა მომავლის ბიჭი წახვედი! სიტყვები უძლურია..
გამძლეობა- ბუკას და ქეთის.. Shotiko Petriashvili Buka Petriashvili