საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარემ
შოთა ბერეკაშვილმა
ევროპარლამენტში
მიმდინარე ენერგეტიკული
გაერთიანების
საპარლამენტო პლენუმში
მიიღო მონაწილეობა.შოთა
ბერეკაშვილის
განცხადებით, საქართველოს
მთავარ პრიორიტეტს
წარმოადგენს 2030 წლისთვის
სრული
ენერგოდამოუკიდებლობის
მიღწევა. ეს ნიშნავს, რომ
შიდა ენერგიის
გამომუშავებამ უნდა
გადააჭარბოს ეროვნულ
მოხმარებას, რაც
გააძლიერებს ქვეყნის
ეკონომიკურ უსაფრთხოებას
და გაზრდის რეგიონულ
სტაბილურობას.„ენერგო
სფეროს განვითარება
ჩვენთვის სტრატეგიულად
მნიშვნელოვანია. მზად ვართ,
საბაზრო
ლიბერალიზაციისთვის,
შესაბამისი
რეფორმებისთვის, გვსურს
ღია და ლიბერალური ბაზარი.
ეს ინვესტიციებისთვის
კარგ შესაძლებლობას
შექმნის. ჩვენთვის
მნიშვნელოვანია
ინვესტიციების წყაროთა
მრავალფეროვნება, როგორც
ევროკავშირიდან, ასევე
სპარსეთის ყურის
ქვეყნებიდან და
ცენტრალური აზიის
სახელმწიფოებიდან“, -
აღნიშნა შოთა
ბერეკაშვილმა.ინფორმაციას
საქართველოს პარლამენტის
პრესსამსახური ავრცელებს.