
“შობის დღესასწაული ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. მოდით, სინათლის მდინარეებად მოვეფინოთ ქუჩებს და ერთად შევხვდეთ მაცხოვრის შობას ქაშუეთთან.
შეკრება დაიწყება ქალაქის რამდენიმე წერტილში, 6 იანვარს, 20:00-დან:

სამების საკათედრო ტაძარი

წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია

საბურთალოს წმ. კვირიკე და ივლიტას სამრევლო

ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სამრევლო

მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი

20:30-ზე ყველა ჯგუფი ერთდროულად დავიწყებთ მსვლელობას ქაშუეთის მიმართულებით. შობის ღამეს სწორედ აქ შევხვდებით, ერთმანეთის მხარდამხარ, ანთებული სანთლებითა და ალილოს სიმღერით.
სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს”, – წერენ ორგანიზატორები ჯგუფ “დაიტოვეში”.