შინაგან საქმეთა
სამინისტროს საფეხბურთო
გუნდმა ბიზნესის
ჩემპიონთა ლიგის
სუპერლიგის ფინალურ
შეხვედრაში მონაწილეობა
მიიღო და გამარჯვება
მოიპოვა, - ინფორმაციას
შინაგან საქმეთა
სამინისტრო
ავრცელებს.„ფინალურ
მატჩში ერთმანეთს
საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს
საფეხბურთო გუნდი „MIA“ და
თავდაცვის სამინისტროს
საფეხბურთო გუნდი „არმია“
დაუპირისპირდნენ.დაძაბული
მატჩის შედეგად,
სამინისტროს
თანამშრომლებმა ანგარიშით
1:0 დაამარცხეს „არმია“ და
გამარჯვება
მოიპოვეს.გუნდებს შორის
შეხვედრა უნივერსიტეტის
ქუჩაზე მდებარე თბილისის
ოლიმპიურ სასახლეში
გაიმართა“, - აღნიშნულია
გავრცელებულ
ინფორმაციაში.