შიდა პოლიტიკური კუთხით 2025
წელი იქნება ძალიან
მნიშვნელოვანი, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
სხდომაზე
განაცხადა.როგორც
პრემიერმა აღნიშნა,
ქვეყანაში უნდა დასრულდეს
რადიკალიზმი და
ლიბერალური ფაშიზმი.„შიდა
პოლიტიკური კუთხით 2025 წელი
იქნება ძალიან
მნიშვნელოვანი. ჩვენ
გადამწყვეტი დარტყმა უნდა
მივაყენოთ რადიკალებს
ჩვენს ქვეყანაში.
რადიკალიზმი ჩვენს
ქვეყანაში უნდა დასრულდეს
და უნდა დასრულდეს
ლიბერალური ფაშიზმი. ეს
არის უპირობოდ
მნიშვნელოვანი იმისათვის,
რომ ქვეყანამ განაგრძოს
შეუფერხებელი განვითარება
და მიაღწიოს ყველა იმ
ეროვნულ მიზანს, რომელიც
ჩვენს ქვეყანას აქვს
დასახული“, - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.