შთაბეჭდილება დამრჩა, ცესკოზე სიმართლეს თვალი გაუსწორეს და დადებითი თქვეს, დანარჩენ საკითხებზე იფიქრეს და ძველ „ჩვენებას" მიაწვნენ - ლევან ნიკოლეიშვილი ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშზე

Primetime.ge 2 თვის წინ 28
შთაბეჭდილება დამრჩა, ცესკოზე სიმართლეს თვალი გაუსწორეს და დადებითი თქვეს, დანარჩენ საკითხებზე იფიქრეს და ძველ „ჩვენებას" მიაწვნენ - ლევან ნიკოლეიშვილი ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშზე
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის შუალედურ ანგარიშს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ცესკოზე სიმართლეს თვალი გაუსწორეს და დადებითი თქვეს. არჩევნების შემდეგ კი იმას იტყვიან რა ინსტრუქციაც ექნებათ, მაგრამ სიმართლეს უკვე ვერსად გაექცევიან.„ეუთო/ ოდირის დასკვნას რომ წაიკითხავ ცოტა შეიძლება დაიბნე კიდეც: საარჩევნო გარემო მშვიდი და თავისუფალიაო, ცესკომ რეფორმები გაატარა და ძალიან კარგად მუშაობსო, მაგრამ ...მაგრამ რაღაც-რაღაცები მაინც არ მოსწონთ თურმე... აი, აქ იწყება მთავარი და ცოტა კომიკურიც: გამჭვირვალობის კანონი ისევ არ გაუქმებიათო, პარტიები ერთმანეთს ებრძვიანო და ასე შემდეგ. მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ცესკოზე სიმართლეს თვალი გაუსწორეს და დადებითი თქვეს, დანარჩენ საკითხებზე იფიქრეს, იფიქრეს და ძველ "ჩვენებას" მიაწვნენ. ...არჩევნების შემდეგ კი იმას იტყვიან რა ინსტრუქციაც ექნებათ, მაგრამ სიმართლეს უკვე ვერსად გაექცევიან”, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სრულად წაიკითხეთ სტატია