შვეიცარიაში მყინვარის ჩამოშლამ სოფელი გაანადგურა - დაკარგულია ერთი ადამიანი

Primetime.ge 1 დღე წინ 6
შვეიცარიაში მყინვარის ჩამოშლამ სოფელი გაანადგურა - დაკარგულია ერთი ადამიანი
შვეიცარიაში, მყინვარის ჩამონგრევის შედეგად, სოფელი ბლატენი ნაწილობრივ განადგურდა. ინფორმაციას BBCავრცელებს.მიუხედავად იმისა, რომ ბირჩის მყინვარის ჩამონგრევის საშიშროების გამო, სოფელი რამდენიმე დღის წინ ევაკუირებული იყო, ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ბევრი სახლი მთლიანად განადგურებულია.ბლატენის მერის, მათიას ბელვალდის განცხადებით, "წარმოუდგენელი მოვლენა მოხდა", მაგრამ პირობა დადო, რომ სოფელს ჯერ კიდევ აქვს მომავალი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, შვეიცარიის არმიის კატასტროფების შედეგების აღმოფხვრის დანაყოფისგან დახმარება ითხოვა. ამასთან, შემთხვევის ადგილზე შვეიცარიის მთავრობის წევრებიც ჩავლენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია