შვეიცარიაში ვცხოვრობდი
და იქაც, ამ მშვიდ
ქვეყანაში, როდესაც აქციას
ჰქონდა ოდნავ
გადაჭარბებული ხასიათი,
განცვიფრებული ვუყურებდი,
როგორ მოქმედებდა პოლიცია,
როგორ მკაცრად - არ
ასხვავებდა არც ქალს და არც
მამაკაცს, - განაცხადა
საქართველოს არჩეულმა
პრეზიდენტმა, მიხეილ
ყაველაშვილმა „იმედის
კვირასთან“ ექსკლუზიურ
ინტერვიუში.„არაერთხელ
მისაუბრია ამ თემაზე.
შვეიცარიაში ვცხოვრობდი
და იქაც ამ მშვიდ
ქვეყანაში, როდესაც აქციას
ჰქონდა ოდნავ
გადაჭარბებული ხასიათი,
განცვიფრებული ვუყურებდი,
როგორ მოქმედებდა პოლიცია,
როგორ მკაცრად - არ
ასხვავებდა არც ქალს და არც
მამაკაცს, ისე მკაცრად
იქცეოდა. დარწმუნებული ვარ,
ეს რომ ნახონ ჩვენმა
მოქალაქეებმა, ყველა
აღშფოთდება და შეიძლება,
ქართველი ადამიანისთვის
შეშფოთება გამოიწვიოს,
მაგრამ ჩვენ სხვა სოციუმი
ვართ.მე ახლა საშუალება
მეძლევა, პირდაპირ
ვესაუბრო მოქალაქეს. მით
უმეტეს, იმ მოქალაქეს,
რომელსაც ჩემგან
განსხვავებული
შეხედულებები აქვს. ეს ჩემს
ინტერესშია, ჩვენ გზები
გამოვნახოთ, რომ ვისაუბროთ,
დისკუსია გავხსნათ აი, ამ
ჩემს დამოკიდებულებაზე,
რომ სიმართლე ვთქვათ ერთი
მხრიდანაც და მეორე
მხრიდანაც“, - განაცხადა
ყაველაშვილმა.