შვედეთი ევროკავშირს
მოუწოდებს, თავისი პოზიცია
მკაფიოდ გამოხატოს და
საქართველოს საკითხი
საგარეო საქმეთა საბჭოს
დღის წესრიგში დადგეს, –
ამის შესახებ შვედეთის
საგარეო საქმეთა
მინისტრმა, მარია მალმერ
სტენერგარდმა პარლამენტში
საქართველოსთან
დაკავშირებით გამართული
დებატების დროს
განაცხადა.მისივე თქმით,
საქართველოში ჩატარებული
არჩევნები დიდ შეშფოთებას
იწვევს.„საქართველოში
ჩატარებული არჩევნები დიდ
შეშფოთებას იწვევს. 2024 წელს
მიღებულ იქნა რამდენიმე
კანონი, რომელიც ზღუდავს
სამოქალაქო საზოგადოებას,
ადამიანის უფლებებსა და
თავისუფლებებს. 2024 წლის 26
ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნებთან დაკავშირებით
დამკვირვებლებმა მათ
შორის ეუთო-დან, რიგი
დარღვევების შესახებ
განაცხადეს. 2024 წლის 28
ნოემბერს „ქართულმა
ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ
პარტია ევროკავშირში
გაწევრიანების შესახებ
მოლაპარაკებების დაწყებას
2028 წლამდე არ აპირებს და ამ
პერიოდში ევროკავშირის
ყველანაირ ფინანსურ
მხარდაჭერაზე უარის თქმას
გეგმავს. ამ განცხადებამ
საქართველოს მრავალ
ადგილას მასშტაბური
საპროტესტო აქციები
გამოიწვია. რიგ
შემთხვევაში, როგორც
დემონსტრანტების, ისე
ჟურნალისტების წინააღმდეგ
მოხდა გადამეტებული ძალის
გამოყენება.შვედეთი
ევროკავშირს მოუწოდებს,
რომ ამ მოვლენების
წინააღმდეგ თავისი
პოზიცია მკაფიოდ
გამოხატოს, მათ შორის
საქართველოს საკითხი
საგარეო საქმეთა საბჭოს
დღის წესრიგში დადგეს.
ბოლოს საქართველოს
საკითხი ბრიუსელში
საგარეო საქმეთა
მინისტრების შეხვედრაზე 16
დეკემბერს განიხილებოდა.
იქ მე აღვნიშნე, რომ
შვედეთს სურს, დაინახოს
სანქციები მათ წინააღმდეგ,
ვინც პასუხისმგებელია
დემონსტრანტების
წინააღმდეგ ძალადობაზე.
ხაზი გავუსვი
საქართველოსთვის
განკუთვნილი ევროკავშირის
გაყინული თანხების
სამოქალაქო
საზოგადოებისთვის
გადანაწილების
მნიშვნელობას. ასევე
ევროკომისიას
დიპლომატიური პასპორტების
მფლობელებისთვის უვიზო
რეჟიმის შეჩერების
შესაძლებლობის დამატებითი
ანალიზი მოვითხოვე. ეს
მნიშვნელოვანი გზავნილი
იქნება, რომ არ შეიძლება
ევროკავშირთან მჭიდრო
ურთიერთობების
უპირატესობის გამოყენება
ვალდებულებების
შეუსრულებლობის
პირობებში. მე მივესალმები
იმ ფაქტს, რომ კომისიამ
ასეთი წინადადება
წამოაყენა“, – აღნიშნა
სტენერგარდმა.შვედეთის
საგარეო საქმეთა
მინისტრის თქმით,
საქართველო დიდი ხნის
განმავლობაში რეგიონში
იყო რეფორმების პროგრესის
მაგალითი, თუმცა ბოლო ერთი
წლის განმავლობაში
განვითარებულმა
მოვლენებმა დემოკრატიული
უკუსვლა აჩვენა.„შვედეთი
მუშაობდა იმაზე, რომ
ევროკავშირს შეეჩერებინა
საქართველოს ხელისუფლების
მხარდაჭერა, რაც ახლა
მოხდა, მათ შორის ევროპის
მშვიდობის ფონდიდან.
შვედეთი არაერთხელ
მოუწოდებდა ევროკავშირს
და მის წევრ სახელმწიფოებს
საქართველოში
პროევროპულად განწყობილი
ძალების მხარდაჭერისკენ,
მათ შორის სამოქალაქო
საზოგადოების. ამ
მიმართულებით
ევროკავშირის მხარდაჭერის
რეორგანიზაცია
განხორციელების
სტადიაშია. 2024 წლის
ოქტომბერში მთავრობამ
დაავალა SIDA-ს საქართველოს
ხელისუფლებასთან
დარჩენილი პირდაპირი
თანამშრომლობის შეწყვეტა.
სანაცვლოდ, შვედეთმა 2024
წელს გაზარდა საქართველოს
სამოქალაქო საზოგადოების
მხარდაჭერა 25 მილიონი
შვედური კრონით. ვინაიდან
ბოლო კვირებში
საქართველოში მოვლენები
კვლავ არასწორი
მიმართულებით
ვითარდებოდა,
სკანდინავიური და ბალტიის
ქვეყნების საგარეო
საქმეთა მინისტრებმა
ასევე გამოაქვეყნეს
ერთობლივი განცხადება,
რომელშიც კიდევ ერთხელ
გაუსვეს ხაზი საქართველოს
ხელისუფლების
პასუხისმგებლობას ქვეყნის
დემოკრატიული
ინსტიტუტებისადმი ნდობის
აღდგენის გზის პოვნაზე.
მაგალითად, ჩვენ მოვუწოდეთ
საქართველოს
ხელისუფლებას, შეასრულოს
ეუთოს რეკომენდაციები და
განიხილოს ამ
რეკომენდაციების
საფუძველზე ახალი
არჩევნების ჩატარების
შესაძლებლობა.შვედეთი დიდ
ხნის განმავლობაში უჭერდა
მხარს საქართველოს
დემოკრატიულ
განვითარებას. საქართველო
დიდი ხნის განმავლობაში
რეგიონში იყო რეფორმების
პროგრესის მაგალითი.
ამიტომ განსაკუთრებით
სამწუხაროა, რომ ბოლო ერთი
წლის განმავლობაში
საქართველოში
განვითარებულმა
მოვლენებმა აჩვენა ასეთი
სერიოზული დემოკრატიული
უკუსვლა. 2024 წელს
მმართველმა პარტიამ,
„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო
რამდენიმე კანონი,
რომლებიც ზღუდავს ქართულ
სამოქალაქო საზოგადოებას
და ადამიანის უფლებებს. 2024
წლის გაზაფხულზე,
პრეზიდენტის ვეტოს
მიუხედავად, მიღებულ იქნა
„უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის“ კანონი.
შემოდგომით მიღებულ იქნა
კანონი ოჯახური
ღირებულების შესახებ,
რომელიც საქართველოს
მოსახლეობის, კერძოდ ლგბტ
პირების უფლებებისა და
თავისუფლებების
გამოყენებას ზღუდავს“, –
განაცხადა საგრეო საქმეთა
მინისტრმა.მალმერ
სტენერგარდის თქმით,
მიუხედავად იმისა, რომ
საქართველოს დაახლოება
ევროკავშირთან შეფერხდა
„ქართული ოცნების“
ქმედებების გამო, შვედეთს
სურს იმუშაოს, რათა
ევროკავშირმა შეინარჩუნოს
საქართველოს
სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული
მთლიანობისადმი თავისი
პრინციპული
მხარდაჭერა.შვედეთი და
ევროკავშირი მკაფიოდ
გამოვიდნენ ამ კანონების
წინააღმდეგ და ამას
გავაგრძელებთ. ჩვენ
მუდმივად ვეცდებით,
ვიპოვოთ უკეთესი გზა, რათა
მხარი დავუჭიროთ
საქართველოში არსებულ
დემოკრატიულ ძალებს. ჩვენ
კარგად გვესმის, რომ
არსებობს აშკარა რუსული
გავლენა და რომ ის უნდა
იქნას გათვალისწინებული.
უზრუნველყოფა, რომ
დაფინანსება მიიღოს
სწორმა შემსრულებელმა, არ
არის მარტივი ამოცანა იმის
მიუხედავად, თუ რომელ
ქვეყანაში ვმუშაობთ, თუმცა
პრობლემები შეიძლება, იყოს
სხვადასხვა სახის. ეს არის
ის, რაზეც ჩვენ მუდმივად
ვმუშაობთ დამოუკიდებლად,
ასევე სხვებთან ერთად. აქ
მნიშვნელოვანია, რომ
ყურადღებით ვადევნოთ
თვალი მოვლენების
განვითარებას“, –
განაცხადა მარია მალმერ
სტენერგარდმა.