სალომე ზურაბიშვილის
მხრიდან, ევროკავშირის
ელჩის მისამართით
გამოთქმულ კრიტიკას
ოპოზიციაში ეხმაურებიან.
საუბარია საქართველოს
საგარეო საქმეთა
მინისტრსა და
ევროკავშირის ელჩს, პაველ
ჰერჩინსკის შორის
გამართულ
შეხვედრაზე."ერთიანობა -
ნაციონალური მოძრაობის"
წევრი, პაატა მანჯგალაძე
ამბობს, რომ შეხვედრები
მხოლოდ
ფორმალურია."ქართული
ოცნების" მოსაწონი ელჩი
ვერც ევროპამ ვერც
ამერიკამ ვერ გამოაგზავნა,
ყველას აკრიტიკებენ. ეს
შეხვედრები ემსახურება
ფორმალობას, პროტოკოლური
შეხვედრებია, ქართულ
ოცნებას, როგორც სერიოზულ
პარტნიორს არავინ არ
განიხილავს ევროპაში,“ -
აცხადებს პაატა
მანჯგალაძე."ძლიერი
საქართველო - ლელო,
ხალხისთვის,
თავისუფლებისთვის", თამაზ
დათუნაშვილი ამბობს, რომ
საინტერესოა, რა
გადაწყვეტილება და
დამოკიდებულება ექნება
ევროკავშირს საქართველოს
ხელისუფლებასთან."მე
დიპლომატების ქმედებებზე
კომენტარს არ ვაკეთებ,
ჩემთვის მნიშვნელოვანია,
როგორ მოიქცევა
ევროკავშირი იმ
ხელისუფლებასთან
მიმართებაში, რომელმაც
მოიპარა არჩევნები,
მიიტაცა ხელისუფლება.
მთავარი ახლა, როგორი
იქნება დიდი პოლიტიკური
გადაწყვეტილებები და
როგორ დაისჯება აქციებით
და საზოგადოებრივი წნეხით
და საერთაშორისო წნეხით", -
აცხადებს თამაზ
დათუნაშვილი.ცნობისთვის,
სალომე ზურაბიშვილი მაკა
ბოჭორიშვილთან შეხვედრის
გამო პაველ ჰერჩინსკის
აკრიტიკებს. "ევროკავშირის
ელჩსა და დე ფაქტო საგარეო
საქმეთა მინისტრს შორის
მიუღებელი ხელის
ჩამორთმევა გავაპროტესტე,"
- ასე ეხმაურება
ზურაბიშვილი ევროკავშირის
წარმომადგენლობის მიერ
სოციალურ ქსელში
გავრცელებულ ინფორმაციას
დიპლომატებისა და
პრეზიდენტის შეხვედრის
შესახებ."რაც არ არის
ნახსენები, არის ის, რომ მე
შეხვედრა ევროკავშირის
ელჩსა და დე ფაქტო საგარეო
საქმეთა მინისტრს შორის
მიუღებელი ხელის
ჩამორთმევის გამო, ძლიერი
პროტესტით დავიწყე. ჩემი
შექება ამას ვერ
აანაზღაურებს!" - წერს
პრეზიდენტი სოციალურ
ქსელში.