"შეხვედრა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან არ ნიშნავს "ქართული ოცნების" ლეგიტიმაციას" - ბადრი ჯაფარიძე ევროსაბჭოს გენმდივანის ვიზიტზე

Primetime.ge 3 დღის წინ 5
"შეხვედრა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან არ ნიშნავს "ქართული ოცნების" ლეგიტიმაციას" - ბადრი ჯაფარიძე ევროსაბჭოს გენმდივანის ვიზიტზე
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ოპოზიციასთან შეხვედრებს განაგრძობს. ალენ ბერსე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", "ძლიერ საქართველოსა" და გახარიას გუნდის წევრებს შეხვდა.ევროსაბჭოს გენმდივანთან მისვლას არ აპირებენ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრები. ნიკა გვარამია და მისი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ ალენ ბერსეს ვიზიტი "ქართულ ოცნებას" ეხმარება შექმნას ბუნდოვანება საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებთან და ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით.რაც შეეხება იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც უკვე შეხვდნენ საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს დელეგაციას, აცხადებენ, რომ დელეგაცია ქვეყანაში იმისთვის არის ჩამოსული, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია მიიღოს."მათი შეხვედრა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან არ ნიშნავს "ქართული ოცნების" ლეგიტიმაციას. მათ ეს თქვეს, რომ აქ ამ მიზნით არ არიან. ისინი აქ არიან იმის გამო, რომ იღებდნენ ინფორმაციას ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევაზე და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვასთან დაკავშირებით. ამიტომ არის ეს ხალხი აქ რომ ადგილზე შეხვდეს ყველას, მათ შორის ხელისუფლებას, ვინც უწოდებს თავის თავს, ასევე, სამოქალაქო სექტორს შეხვდეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომ სრული სიმართლე შეიქმნან იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში," - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე."გახარია საქართველოსთვის წევრების შეფასებით კი, აღნიშნული დელეგაციის მანდატში ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება-არმინიჭების საკითხი საერთოდ არ შედის."ეს არ არის ის შემადგენლობა, ის ორგანიზაცია და ის დელეგაცია, რომლის მანდატში საერთოდ შედის ლეგიტიმაციის მინიჭება-არმინიჭების საკითხი. პირველ რიგში, ჩვენთვის საინტერესოა, რა მიზნით და რა მანდატით არიან ისინი ჩამოსულები აქ იმიტომ, რომ ჩვენი გუნდისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის - უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანების რაც შეიძლება დროულად გათავისუფლება", - აცხადებს "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური.ალენ ბერსე მეორე დღეა თბილისში შეხვედრებს მართავს. ის უკვე ესაუბრა პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებსა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ ვიზიტით და ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრებით, წერტილი დაესვა სპეკულაციებს, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია.
სრულად წაიკითხეთ სტატია