ბრიუსელში, ნატო-ს
მინისტერიალის
შეხვედრამდე,
საქართველოში არსებულ
ვითარებაზე მედიასთან
ბელგიის საგარეო საქმეთა
მინისტრმა
ისაუბრა.დასმული
შეკითხვის საპასუხოდ
ბერნარ კენტენი ამბობს, რომ
ქვეყანაში მიმდინარე
პროცესებს თვალყურს
ადევნებს და, მისი აზრით,
სწრაფი რეაგირება საჭირო
არ არის.“ბელგია არ მიიღებს
ცალმხრივ ქმედებებს,
მაგრამ მონაწილეობს
ევროკავშირის
დისკუსიებში,“ - აცხადებს
კენტენი. მედიის შეკითხვა
“ქართულ ოცნების“
ლიდერებისთვის სანქციების
დაწესების შესაძლებლობას
ეხებოდა.“სიტუაციას
თვალყურს ვადევნებთ. ჩვენ
შეშფოთებული ვართ
მოვლენების განვითარებით.
ახლა ძალიან ნაადრევია
საუბარი ევროკავშირის
მხრიდან რაიმე სახის
ქმედებებზე, თუმცა ამაზე
ევროპელ კოლეგებთან
ვსაუბრობთ.ეს უნდა
განვიხილოთ არა მხოლოდ
ბელგიაში, არამედ
კოლეგებთანაც. უაზრობა
იქნება მხოლოდ ბელგიის
მიერ ზომების გატარება,“ -
აცხადებს კენტენი.