"იმის გათვალისწინებით, რომ
ყველა სპეკულაციას
დაესვას წერტილი, არ იყოს
არანაირი ნიადაგი
იმისთვის, რომ
ხელოვნურადაც კი მოხდეს
რაღაც საკითხებზე
ტემპერატურის აწევა და
ტყუილების დემონსტრირება,
იქნა მიღებული
გადაწყვეტილება
ეუთო/ოდირის
სადამკვირვებლო მისიის
მოწვევის შესახებ", -
პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე, დავით
მათიკაშვილი არჩევნებზე
ეუთო/ოდირის
სადამკვირვებლო მისიის
მოწვევას
ეხმაურება."გამოვთქვათ
იმედს, რომ მეტი
პატივისცემით და მეტი
არსებითი ხედვით იქნება
განმსჭვალული ყველა ის
შეხედულება, რომელიც
ეუთო/ოდირის
საქმიანობასთან იქნება
საქართველოში
დაკავშირებული. ბურთი არის
მათ მხარეს, ჩვენ ველოდებით
მათ ჩამობრძანებას და
შექმნილი იქნება
აბსოლუტურად ყველა პირობა
იმისთვის, რომ ეუთო/ოდირმა,
როგორც სადამკვირვებლო
მისიამ, როგორც
წინასაარჩევნო პერიოდში,
ისე არჩევნების დღეს
იმუშაოს სრული დატვირთვით
და დადოს სამართლიანი,
სწორი და ობიექტური
დასკვნა", - აცხადებს დავით
მათიკაშვილი.