შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრი 2025 წლის
გამოსაცდელებს
შეახსენებს, რომ
გამოცდებისათვის
რეგისტრაცია დასრულდა,
თუმცა მათ საგნების არჩევა,
დამატება ან შეცვლა, ასევე
გამოცდის ენის შეცვლა 10
აპრილის 18:00 საათამდე
შეუძლიათ.ამ დრომდე აქვთ
მათ აგრეთვე საგამოცდო
ქალაქის შეცვლის
შესაძლებლობაც.ამავე
დრომდე უნდა წარადგინონ
შესაბამისი ცნობა
გამოსაცდელებმა,
რომლებსაც ესაჭიროებათ
სპეციფიკური საგამოცდო
გარემოს შექმნა და
რეგისტრაციის დროს
მონიშნეს - „სპეციალური
პირობები“. მათ კი, ვინც
რეგისტრაციის საფასური
გადაიხადეს და პროცესი
ბოლომდე ვერ მიიყვანეს,
საშუალება აქვთ 10 აპრილის 18
საათამდე დაასრულონ
რეგისტრაცია.