ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურის
ინფორმაციით, 27 000 კილოგრამი
ქათმის გაყინული ხორციდან
აღებულ ნიმუშებში,
ლაბორატორიული კვლევის
შედეგად, სალმონელა
გამოვლინდა.რამდენად
საშიშია სალმონელას
ბაქტერია ადამიანის
ორგანიზმისთვის, ამის
შესახებ ,,პრაიმტაიმთან“
სურსათის უვნებლობის
სპეციალისტი ირაკლი
არაბული
საუბრობს.„სალმონელა
ერთ-ერთი საშიში
პათოგენური ბაქტერიაა,
რომელიც ადამიანის
ჯანმრთელობას საფრთხეს
უქმნის. ეს ბაქტერია
გვხვდება ქათმის
პროდუქტებში —
შესაძლებელია, ქათამი
ატარებდეს ამ ბაქტერიას და
შემდეგ გადაეცეს ხორცსა და
კვერცხს.ხშირად
ფიქსირდება ამ ბაქტერიით
დაბინძურების
შემთხვევები. ყველაზე
ხშირი წყარო არის ქათმის
ფილე. ამ შემთხვევაში
ბიზნესოპერატორი, რომელიც
აწარმოებს ქათმის ფილეს,
უნდა უზრუნველყოს
პროდუქტის შემოწმება
იმისთვის, რომ ბაზარზე
უვნებელი სურსათი
გაიგზავნოს. თუმცა, ხშირად
მაინც ხდება
დაბინძურებული პროდუქტის
მოხვედრა ბაზარზე. შედეგად,
ადამიანებს ემართებათ
კვებითი მოშხამვა, რაც
იწვევს
სალმონელოზს.სიმპტომები
ვლინდება 6 საათის
განმავლობაში. პირველი
გამოკვეთილი სიმპტომი
მუცლის ტკივილია. შემდეგ
მოჰყვება თავის ტკივილი,
დიარეა და ფაღარათი. ხშირ
შემთხვევაში აუცილებელია
სამედიცინო
დაწესებულებისთვის
მიმართვა, რადგან ეს
ბაქტერია იწვევს
ორგანიზმის დეჰიდრატაციას
და წარმოადგენს სერიოზულ
საფრთხეს
ჯანმრთელობისთვის. მას
სჭირდება მეთვალყურეობა
და სწორი მკურნალობა,“ —
გვითხრა ირაკლი არაბულმა.