ინტერვიუ საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის ბუნებრივი
კატასტროფების სამეცნიერო
პრობლემების შემსწავლელი
კომისიის
თავმჯდომარესთან,
აკადემიკოს გივი
გავარდაშვილთან1. როგორია
წყლისა და ნიადაგის
ურთიერთქმედების
შესწავლის როლი
მეცნიერებაში და რას
გვიჩვენებს ქვეყნის
პრაქტიკული
გამოცდილება?წყლისა და
ნიადაგის ურთიერთქმედების
შესწავლა მეცნიერებაში
ერთ-ერთ ძირითად
მიმართულებას წარმოადგენს
გარემოსდაცვით
მეცნიერებებში - გეოლოგია,
აგრონომიაში,
ჰიდროლოგიასა და
ჰიდრომელიორაციაში.საქართველოს
პრაქტიკა აჩვენებს, რომ
რეგიონების მიხედვით
განსხვავებულია წყლისა და
ნიადაგის ურთიერთქმედების
დინამიკა. მოქმედი
მელიორაციული სისტემების
მნიშვნელოვანი ნაწილი
საჭიროებს ადაპტაციას
თანამედროვე კლიმატურ
პირობებთან. ბოლო წლებში
მეცნიერები და
პრაქტიკოსები მუშაობენ
სისტემური კვლევებისა და
ინოვაციური მიდგომების
შემუშავებაზე და ამ მხრივ
აღსანიშნავია საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის
ცოტნე მირცხულავას
სახელობის წყალთა
მეურნეობის ინსტიტუტის
უდიდესი როლი, რომელიც
დაარსდა 1925 წლის 13 ივლისს, 100
წლის წინ შეიქმნა სამხრეთ
კავკასიაში პირველი
ამიერკავკასიის წყალთა
მეურნეობის ინსტიტუტი,
რომლის კვლევის ძირითად
მიმართულებას
წარმოადგენდა
სამეცნიერო–კვლევითი
სამუშაოების
განხორციელება წყალთა
მეურნეობის, გარემოს
დაცვისა და მელიორაციის
მიმართულებით. ინსტიტუტი
სახელოვან ტრადიციებს
აგრძელებს და მიჰყვება იმ
გზას, რომელიც დიდმა
მეცნიერებმა
აკადემიკოსებმა ცოტნე
მირცხულავამ, ოთარ
ნათიშვილმა და გივი
სვანიძემ გაკვალა გასული
საუკუნის 50-იანი
წლებიდან.ქვეყნის
სტრატეგიული
პრიორიტეტების
გათვალისწინებით,
ღვაწლმოსილი მეცნიერები
და ახალი თაობის
მკვლევარები მუშაობენ
ისეთ მნიშვნელოვან
თემებზე, რომლებიც
უკავშირდება ბუნებრივი
კატასტროფების -
წყალდიდობების,
ღვარცოფების, მეწყრების,
თოვლის ზვავებისა და
ნიადაგის ეროზიული
პროცესების ინტეგრირებული
მართვის მეთოდების
შემუშავებას კლიმატის
ცვლილების პირობებში და
მათ საწინააღმდეგო
ინოვაციური საინჟინრო
ნაგებობების დამუშავება,
წყლის რესურსების
უსაფრთხოებას, ბუნებრივი
კატასტროფების
პროგნოზირებასა და
კონტროლს, ზღვისა და
წყალსაცავების
პრობლემების შესუსტებას,
ჰიდროტექნიკური
ნაგებობების საიმედოობას
და სხვ.წლების
განმავლობაში ინსტიტუტის
მკვლევარებისა და
მეცნიერ-თანამშრომლების
სამეცნიერო პროექტებმა
არაერთი საერთაშორისო
საგრანტო დაფინანსება
მოიპოვა, რომლებსაც
ევროპელ მკვლევარებთან
კოლაბორაციით
ახორციელებენ. რაც
მთავარია, ინსტიტუტი,
საქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტთან ერთად,
სტრატეგიულ ნაბიჯებს
დგამს ევროპის, ამერიკისა
და აზიის სამეცნიერო
სივრცეებში
ინტეგრირებისთვის.ჩემი
ხელმძღვანელობით ამჟამად
ვამუშავებთ სამ
საერთაშორისო
პროექტზე:·შავი ზღვის
უსაფრთხოებისა და
დაბინძურების რისკების
კონტროლი ციფრული
მოდელების გამოყენებით (G6028),
დამფინანსებელი NATO -
პროექტის NPD დირექტორი -
გივი
გავარდაშვილი;·წყალმცენარეების
ენერგიის გამოყენება
დაბინძურების შემცირებისა
და “ლურჯი სტრატეგიის“
განვითარებისათვის.
ევროკავშირის საგრანტო
პროექტი - შავი ზღვის NEXT 2021-2027
პროგრამა BSB00091. პროექტის
თანადირექტორი - გივი
გავარდაშვილი;·საქართველო
I2Q - ინოვაცია, ინკლუზიურობა
და ხარისხი კონკურენტული
ინოვაციის ფონდი (CIF)
პროექტის ,,საქართველოს
ტექნიკურ უნივერსიტეტში
სამაგისტრო
საგანმანათლებლო
პროგრამის „მთიანი
ტერიტორიების მდგრადი
განვითარება“ შექმნა მთის
უნივერსიტეტთან (მილანის
უნივერსიტეტის კვლევითი
ცენტრი) თანამშრომლობით“ 2024
– 2026 წწ. ამ პროექტში მე
ძირითადი შემსრულებელი
ვარ.ქ. ფოთში, საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტისა
და თავად რექტორის
აკადემიკოს დავით
გურგენიძის მხარდაჭერით,
პირველად საქართველოში
დაფუძნდება შავი ზღვის
მეცნიერული კვლევის
ობსერვატორია. იქ ნატოს
სტანდარტების მიხედვით
წარმიმართება კვლევები.
ასევე, ტექნიკური
უნივერსიტეტის
მხარდაჭერით, გორში უკვე
დამონტაჟდა და ამ წლის
ბოლოსთვის ფუნქციონირებას
დაიწყებს წვეთური
მორწყვის სარწყავი
სისტემა, ფერტიგაციის
გათვალისწინებით, სადაც
განხორციელდება
სამეცნიერო და სასწავლო
პროექტები. გარდაბნის
სამეცნიერო-კვლევითი
სადგური და ალაზნის
საცდელი სადგური, სადაც
მიმდინარეობს აქტიური
მეცნიერული კვლევები,
დუშეთის სადგური, სადაც
ხდება ბუნებრივი
კატასტროფების მეცნიერული
შესწავლა-პროგნოზირება და
ა.შ. ინსტიტუტს აქვს
მრავალი ინოვაციური
პროექტი, რომლებიც
განხორცილედება, როგორც
თეორიულ, ასევე პრაქტიკულ
დონეზე და უამრავი გეგმა,
რომელიც ქვეყნის
სტრატეგიული
პრიორიტეტებიდან
გამომდინარე
იქმნება.2. ბატონო გივი,
თქვენ ბრძანდებით
საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის ,,ბუნებრივი
კატასტროფების სამეცნიერო
პრობლემების შემსწავლელი
კომისიის" თავმჯდომარე, რა
როლს თამაშობს იგი ქვეყნის
უსაფრთხოების პოტენციალის
წარმოჩენაში?კომისია
ქვეყნის უსაფრთხოებისა და
მდგრადი განვითარების
სტრატეგიის განუყოფელი
ნაწილია. ბუნებრივი
კატასტროფები – ეროზია,
ღვარცოფები, მეწყერები,
წყალდიდობები, გვალვები –
უკვე წლებია საქართველოში
სისტემურ პრობლემად
გადაიქცა. სწორედ ამიტომ,
ჩვენი კომისია მიზნად
ისახავს ამ რისკების
მეცნიერულ ანალიზს,
პროგნოზირებას და
პრევენციის მექანიზმების
შემუშავებას.ქვეყნის
პოტენციალის წარმოჩენა ამ
კონტექსტში ორი
მიმართულებით
ხდება:პირველი – ჩვენ
ვაჩვენებთ, რომ საქართველო
არის რეგიონში ერთ-ერთი
წამყვანი ქვეყანა ამ
კუთხით ცოდნის
დაგროვებაში, საკუთარი
სამეცნიერო სკოლითა და
კვლევითი ბაზებით.მეორე –
კომისიის მიერ
შემუშავებული
რეკომენდაციები
სახელმწიფო და
მუნიციპალიტეტურ დონეზე
რეალურად გამოიყენება
ინფრასტრუქტურულ,
სასოფლო-სამეურნეო და
ურბანულ დაგეგმარებაში,
რაც პირდაპირ აისახება
ქვეყნის მდგრადობასა და
საერთაშორისო
რეიტინგებზე.ჩვენ ასევე
ვმონაწილეობთ
საერთაშორისო
კონფერენციებსა და
პროგრამებში, რაც
აძლიერებს ქვეყნის
სამეცნიერო დიპლომატიას
და ქმნის თანამშრომლობის
პლატფორმებს ევროპისა და
აზიის მრავალ ქვეყნებთან,
ასევე აშშ-ის მრავალ
შტატთან.ბუნებრივ
კატასტროფებზე ადრეული
რეაგირება, სუსტი ზონების
რუკირება და საინჟინრო
პრევენცია – ეს ყველაფერი
დღეს უკვე არა მხოლოდ
გამოწვევაა, არამედ
შესაძლებლობა, რათა
საქართველო იქცეს
რეგიონულ ცენტრად
გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ
რისკებთან გამკლავების
თვალსაზრისით.ამის
დასტურია ჩემი
ხელმძღვანელობით სტუ-ს
ცოტნე მირცულავას
სახელობის წყალთა
მეურნეობის ინსტიტუტის
მიერ სახელმწიფო
პროგრამის ,, წყლის
რესურსების უსაფრთხოება
და ინტეგრირებული მართვა
კლიმატის ცვლილების
გათვალისწინებით „ (2020-2025 წწ.)
ფარგლებში,
განხორციელებული თეორიული
თუ ექსპერიმენტული
კვლევები, რომელიც
პასუხობს UNESCO - ს
საერთაშორისო მე-8
პროგრამის
დირექტივებს.3. ბატონო გივი,
როგორც ვიცით,
დამოუკიდებელი
საქართველოს ისტორიაში
პირველად თქვენ მიერ
შეიქმნა საინჟინრო
ნაგებობების დაპროექტების
მიზნით თეორიული
კვლევები, გამოცდა
განხორციელდა
ლაბორატორიულ პირობებში
და საბოლოოდ ბუნებაში
აშენდა. რას გვეტყვით ამ
ინოვაციურ
პროექტებზე?დიახ, ეს იყო
ერთ-ერთი ყველაზე
შთამბეჭდავი და
ამავდროულად
პასუხისმგებლობით სავსე
გამოცდილება ჩემს
პროფესიულ-მეცნიერულ
გზაზე. დამოუკიდებელი
საქართველოს ისტორიაში
ჩვენ პირველად მოვახერხეთ
სამეცნიერო ციკლის სრული
განხორციელება – ინოვაცია,
მეცნიერული მეთოდოლოგია,
ლაბორატორიული
მოდელირება, დაპროექტება
და მისი პრაქტიკული
რეალიზაცია
ბუნებაში.საუბარია ერთ-ერთ
რთულ საინჟინრო
ჰიდროტექნიკურ
კონსტრუქციაზე, რომლის
თეორიული მოდელი შეიქმნა
ჩემი ხელმძღვანელობით.
მისი განვითარება
დაეყრდნო ჰიდროდინამიკისა
და მექანიკის
ინტეგრირებულ მეცნიერულ
ანალიზს, როგორც
ინოვაციური მიდგომაა.
ესენია შოთა რუსთაველის
საქართველოს ეროვნული
სამეცნიერო ფონდის
გამოყენებითი ინოვაციური
კვლევების საგრანტო
პროექტის
,,ღვარცოფსაწინააღმდეგო
ელასტიკური ბარაჟი“ (AR – 18-1244)
და ,,თოვლის ზვავის
საწინააღმდეგო ინოვაციური
კომპლექსური ღონისძიება"
(CARYS19-305), ეს უკანასკნელი
დაფინანსებული მსოფლიო
ბანკის მიერ.ინოვაციური
ღვარცოფსარეგულაციო
კონსტრუქციის
მსხვილმასშტაბიანი
ლაბორატორიული გამოცდა
2019-2021 წწ განხორციელდა ცოტნე
მირცხულავას სახელობის
წყალთა მეურნეობის
ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ
ლაბორატორიაში
(სამწუხაროს ეს
ლაბორატორია უკვე აღარ
არსებობს), სადაც ცხადად
დამტკიცდა მოდელის
მდგრადობა, უსაფრთხოება და
ენერგოეფექტიანობა.
შემდგომ, უკვე ბუნებრივ
პირობებში, რთულ
გეოგრაფიულ ზონაში მისი
აშენება მოხდა ა(ა)იპ
გარემოს დაცვის
ეკოცენტის(ორგანიზაციას
გააჩნია გაეროს
სოციალურ-ეკონომიკური
საკონსულტაციო
ორგანიზაციის სტატუსი -ECOSOC )
საინჟინრო ჯგუფის მიერ
მდინარე მლეთის ხევის
კალაპოტში – ეს იყო
არამხოლოდ მეცნიერული,
არამედ ტექნოლოგიური და
ეროვნული
გამარჯვება.სამეცნიერო-ინოვაციური
კვლევების პრაქტიკაში
სწრაფი დანერგვა რეალურად
ცვლის ქვეყნის პოტენციალს
და მომავალს. სწორედ ასეთი
პროექტებია თანამედროვე
მეცნიერების ღირსება და
ქვეყნების რეალური
მდგრადობის
საფუძველი.4. რას იტყვით
თქვენი ავტორობით
საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიაში
გამოცემულ მონოგრაფიაზე
,,ჰიდრომელიორაცია და
ჰიდროკვანძების
უსაფრთხოება", რომელმაც
სამეცნიერო წრეებში,
დარგის სპეციალისტებში,
სტუდენტ-ახალგაზრდობაში
დიდი ინტერესი
გამოიწვია?მონოგრაფია
„ჰიდრომელიორაცია და
ჰიდროკვანძების
უსაფრთხოება“ ჩემთვის
განსაკუთრებული ნაშრომია
— ის ასახავს არა მხოლოდ
მრავალი წლების
განმავლობაში დაგროვილ
კვლევით და პრაქტიკულ
გამოცდილებას, არამედ
თანამედროვე მოთხოვნებს
პასუხობს ჰიდროტექნიკური
უსაფრთხოების და მდგრადი
წყლის რესურესების
ინტეგრირებული მართვის
თვალსაზრისით.მისი მიზანი
იყო ერთი მხრივ,
სისტემატურად
გაგვეანალიზებინა
ჰიდრომელიორაციისა და
ჰიდროკვანძების არსებული
გამოწვევები საქართველოში
და, მეორე მხრივ,
შემოგვეთავაზებინა
ინოვაციური და
მეცნიერულად
არგუმენტირებული
მიდგომები მათ
დაძლევაში.მონოგრაფიაში
განხილულია
ჰიდრომელიორაციის
ძირითადი ასპექტები,
რომელიც მოიცავს
ირიგაციის, დრენაჟის,
ეროზიისა და
ჰიდროკვანძების
უსაფრთხოების საკითხებს.
ნაშრომში საქართველოს 9
რეგიონისა და 69
მუნიციპალიტეტისათვის
შეფასებულია კლიმატის
ცვლილება და
გაანგარიშებულია
მელიორაციის რისკები
საქართველოს საირიგაციო
და სადრენაჟო სისტემების
უსაფრთხო ფუნქციონირების
მხედველობაში
მიღებით.წარმოდგენილია
სარწყავი და დამშრობი
ქსელის ინოვაციური
კონსტრუქციები, რომელთა
მეცნიერულ-ტექნიკური
სიახლის პრიორიტეტები
დამოწმებულია საქართველოს
პატენტის
მოწმობებით.ნიადაგის
წყლისმიერი ეროზიის
საწინააღმდეგოდ
დამუშავებულია მეცნიერული
მეთოდოლოგია, რომელიც
მომავალში საქართველოს
ნიადაგების წყლისმიერი
ეროზიის კონტროლისათვის
სახელმწიფო პროგრამის
დამუშავების საფუძველი
გახდება. ეროზიის
კონტროლისათვის
წარმოდგენილია ინოვაციური
კონსტრუქციები და მათი
დაპროექტებისათვის
მეცნიერული
მეთოდები.წიგნში
განხილული და შეფასებულია
მსოფლიოს მაღლივი
ჰიდროკვანძების
უსაფრთხოება და მათი
ავარიის გამომწვევი
მიზეზები. დადგენილია
ჟინვალის, სიონის,
ლაჯანურის, ენგურის და
შაორის ჰიდროკვანძების
შესაძლო ავარიის
შემთხვევაში წყალდიდობის
რისკის ზონები, რისკების
პორტფოლიოს ანალიზის (CAPRA)
მოდელის მიხედვით. ეს
მეცნიერული მეთოდოლოგია
ჩვენ 2009 წ. დავამუშავეთ
მერილენდის უნივერსიტეტის
(აშშ) პროფესორთან აიუბ
ბილალთან ერთად. იგი
მოგვიანებით, 2023 წ
საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის
უცხოელ წევრად იქნა
არჩეული.დამუშავებულია
მეცნიერული მეთოდოლოგია,
რომლის გამოყენებით
შესაძლებელია სტიქიის
შედეგად მიყენებული
ზარალის შეფასება,
აღრიცხვა და დაზარალებული
მოსახლეობის
სარეაბილიტაციო გეგმის
დამუშავება-ანალიზი და
მდგრადობა.მოსახლეობის
უსაფრთხოების მიზნით,
კომპეტენტური სახელმწიფო
და ადგილობრივ
თვითმმართველობაში
მომუშავე პირებისათვის,
გაეროს სტანდარტების
მიხედვით განხილულია ის
აუცილებელი საკონტროლო
კითხვები, რომელიც
აუცილებელია საგანგებო
მდგომარეობის წარმოშობის
შემთხვევაში რეაგირების
დაგეგმვისას.მონოგრაფიამ
მართლაც გააჩინა
გამოხმაურება სამეცნიერო
წრეებიდან — მასზე
დადებითი შეფასებები
მივიღე როგორც
საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიისგან,
რაც 2024 წ აისახა აკადემიკოს
ოთარ ნათიშვილის
სახელობითი პრემიის
გადმოცემით ისე უცხოელი
პარტნიორების მხრიდან. რაც
განსაკუთრებით მახარებს,
არის სტუდენტებისა და
ახალგაზრდა მკვლევრების
ინტერესი. ეს ნიშნავს, რომ
ნაშრომი არა მარტო
გამოცდილების გადაცემას
ემსახურება, არამედ
ახალგაზრდობას შთააგონებს
იმუშაონ ქვეყნის
წყალმომარაგების,
ჰიდრომელიორაციისა და
ეკოლოგიური მდგრადობის
თემებზე. ვფიქრობ, ამ
მონოგრაფიას აქვს
მეცნიერულ-პრაქტიკული
გამოყენების დიდი
პოტენციალი როგორც
აკადემიურ, ისე საინჟინრო
დონეზე.5. რა აქტივობებს
ახორციელებთ სამეცნიერო
პოპულარიზაციის
მიმართულებით
საზღვარგარეთ?2022 წელს
ინგლისურ ენაზე
გამომცემლობა ,,კემბრიჯის
მეცნიერები” (დიდი
ბრიტანეთი, ინგლისი)
გამოსცა მონოგრაფია
“ეროზიულ-ღვარცოფული
პროცესების პროგნოზირება
და მათი საწინააღმდეგო
ინოვაციური ღონისძიებები”
(ISBN: 1-5275-8482-8; ISBN13:978-15275-8482-2).
მონოგრაფია
ილუსტრირებულია ფერადად
და იგი მოიცავს 245 გვერდს.
https://www.cambridgescholars.com/product/978-1-5275-8482-2 წიგნში
აღწერილია საქართველოს
ეროზიულ–ღვარცოფული ტიპის
წყლსადინარები,
შეფასებულია მათგან
გამოწვეული საფრთხეები
საქართველოს მთიან
ლანდშაფტებში და
გამოთვლილია ღვარცოფით
გამოწვეული
მატერიალურ–ეკონომიკური
ზარალი.ღვარცოფების
ეფექტური რეგულირების
მიზნით წიგნში
წარმოდგენილია
ინოვაციური
გარემოსდაცვითი
ნაგებობები, რომელთა
მეცნიერულ-ტექნიკური
სიახლის პრიორიტეტები
დამოწმებულია შესაბამისი
პატენტებით.ღვარცოფების
მარეგულირებელი
ინოვაციური
კონსტრუქციების
დაპროექტების მიზნით
შესრულებულია თეორიული,
ლაბორატორიული და საველე
კვლევები, რომელთა
შედეგებზე დაყრდნობით
წიგნში გაანგარიშებულია
კონსტრუქციებზე მოქმედი
დინამიკური და სტატიკური
დატვირთვები,
განსაზღვრულია
კონსტრუქციების
საიმედოობა და რისკი.წიგნი
საინტერესო იქნება
გამოყენებითი და
ფუნდამენტური
მეცნიერებების დარგში
მოღვაწე
მეცნიერებისათვის,
უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების
სტუდენტებისა და გარემოს
დაცვის საკითხებით
დაინტერესებული
ინჟინერ-ტექნიკური
სპეციალისტების ფართო
წრისათვის.ასევე
გამომცემლობა „ლამბერტში“
გამოიცა გ. გავარდაშვილის,
ე. კუხალაშვილის და შ.
კუპრეიშვილის ავტორობით
მონოგრაფია „ბმულ
ღვარცოფთა მოსალოდნელი
რისკები და მათთან ბრძოლა“
რვა უცხოურ ენაზე
(ინგლისური, ესპანური,
ნიდერლანდური, იტალიური,
ფრანგული, გერმანული,
პოლონური, პორტუგალიური),
რომელსაც საქართველოს
სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის
პრეზიდიუმის დადგენილებით
გამოჩენილ
აგრარიკოს-მეცნიერის
ალექსანდრე დიდებულიძის
(საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის ერთ-ერთი
დამფუძნებელი) სახელობითი
პრემია მიენიჭა.6. რას
გვეტყვით წყალი, ნიადაგი და
მდგრადი გარემო:
ურთიერთკავშირი
,,მეცნიერება და პრაქტიკა“
განვითარების
პერსპექტივებზე?დედამიწის
სიცოცხლის ხაზი – წყალი და
ნიადაგი – არამარტო
რესურსებია, არამედ
ერთიანი,
ურთიერთდამოკიდებული
კომპლექსური რთული
სისტემაა, რომლის სწორად
მართვაზეა დამოკიდებული,
როგორც გარემოს
ეკოლოგიური მდგრადობა,
ასევე ადამიანის
ეკონომიკური და სოციალური
კეთილდღეობა. კლიმატის
ცვლილების, ურბანიზაციის
და რესურსების შემცირების
ფონზე მათი
ურთიერთკავშირის ღრმა და
მეცნიერული გააზრება უფრო
აქტუალური ხდება, ვიდრე
ოდესმე.წყალი და ნიადაგი
ბუნებრივი წყვილინიადაგი
წარმოადგენს წყლის
შენახვის, გაფილტვრისა და
განაწილების ბუნებრივ
სისტემას. თავის მხრივ,
წყალი აუცილებელია
ნიადაგის ბიოლოგიური
სიცოცხლის, ნაყოფიერებისა
და სტრუქტურული
მდგრადობის
შესანარჩუნებლად.მათი
ურთიერთქმედება აისახება:
ნიადაგის ეროზიის
მაჩვენებლებზე;
მცენარეული საფარის
მდგომარეობაზე; ნიადაგის
ნაყოფიერებასა და
დეგრადაციის დონეზე;
ეკოსისტემის ბუნებრივ
წონასწორობაზე.მეცნიერული
საფუძველი თანამედროვე
მეცნიერება
ინტეგრირებულად სწავლობს
ნიადაგისა და წყლის
ურთიერთმიმართებას, რაც
მოიცავს:ჰიდროლოგიას –
წყლის მოძრაობისა და
განაწილების
დისციპლინა;პედოლოგიას –
ნიადაგის თვისებების,
ქიმიური შემადგენლობისა
და ფუნქციური
მდგომარეობის
ანალიზიმელიორაციასა და
აგრონომიას –
მიწათმოქმედების,
სარწყავი სისტემებისა და
ეკოლოგიური პრაქტიკების
განვითარებაგარემოს
მდგრადობისთვის
აუცილებელი
მიმართულებებიწყლისა და
ნიადაგის მდგრადი მართვა
ეფუძნება შემდეგ
პრინციპებს:1.
ინტეგრირებული წყლის
რესურსების მართვა (IWRM) –
წყლის ხარისხისა და
რაოდენობის დაცვა
გამოყენების პროცესში2.
ნიადაგის კონსერვაცია და
ეროზიის პრევენცია –
საფარის გაძლიერება,
ჭკვიანი მორწყვა,
ფერმერული პრაქტიკის
შეცვლა3. კლიმატის
ცვლილებისადმი ადაპტაცია
– გვალვის მდგრადი
კულტურები, მელიორაციული
ინფრასტრუქტურის
განახლება4. განათლება და
მეცნიერება (კვლევა) –
ეკოლოგიური ცნობიერების
ამაღლება და მონაცემებზე
დაფუძნებული მეცნიერული
გადაწყვეტილებები.საქართველოს
რეალობა და
გამოწვევები.საქართველო
მდიდარია როგორც წყლის, ისე
ნიადაგის რესურსებით,
თუმცა დღესდღეობით
ქვეყანას სერიოზული
გამოწვევები აქვს:
აღმოსავლეთ საქართველოში
წყლის დეფიციტი და
ნიადაგის გამოფიტვა
დასავლეთ საქართველოში
ჭარბტენიანობა და მიწის
ჩამოშლა სარწყავი
ინფრასტრუქტურის
მოძველებული მდგომარეობა
ნიადაგის დაბინძურება
არასათანადო
მიწათმოქმედების შედეგად
ამის საპასუხოდ,
აუცილებელია: თანამედროვე
მელიორაციული სისტემების
დანერგვა; მეცნიერებაზე
დაფუძნებული პოლიტიკის
შემუშავება; დაცული
ტერიტორიების გაფართოება
და ბიომრავალფეროვნების
გაძლიერება. წყალი და
ნიადაგი არ არსებობს
დამოუკიდებლად – ისინი
ქმნიან ეკოლოგიურ რთულე
ერთობას, რომლის ცოდნაზე და
მეცნიერულ მართვაზე
დამოკიდებულია ჩვენი
გარემოსა და მომავალი
თაობების ბედი.მდგრადი
გარემოს ფორმირება იწყება
სწორედ მეცნიერული, ამ
ურთიერთკავშირის
გააზრებით და
პასუხისმგებლიანი
მოქმედებით – როგორც
სახელმწიფოს, ისე
მოქალაქის
მხრიდან.8. მოსახლეობის
გარემოსდაცვითი ცოდნის,
დამოკიდებულებებისა და
ქცევითი მახასიათებლების
ანალიზის საფუძველზე, რა
ტიპის ინტერვენციები
იქნებოდა ეფექტიანი
მდგრადი გარემოს
მხარდაჭერის
მიზნით?მოსახლეობის
გარემოსდაცვითი ცოდნის,
დამოკიდებულებებისა და
ქცევითი მახასიათებლების
ანალიზი ცხადყოფს, რომ
ინფორმაციის ფლობა მხოლოდ
ნაწილობრივ განსაზღვრავს
ეკოლოგიურად
პასუხისმგებელ ქცევას.
ეკოლოგიური განათლების
არსებობა არ ნიშნავს
ავტომატურად ქცევით
ცვლილებას, თუ არ არსებობს
მოტივაცია, ჩართულობა და
სოციალურ-რეგიონალურ
კონტექსტში შესაბამისი
გარემო.ამიტომ, მდგრადი
გარემოს მხარდაჭერის
მიზნით, ეფექტიანი
ინტერვენციები უნდა იყოს
მრავალდონიანი და
ინტეგრირებული: საგანმანათლებლო
ინტერვენციებიგარემოსდაცვითი
განათლების ინტეგრირება
ფორმალურ და არაფორმალურ
განათლებაში;ეკო-პროექტების
და პრაქტიკული
აქტივობების წახალისება
სკოლებსა და
საზოგადოებრივ
სივრცეებში;მასწავლებელთა
და ახალგაზრდული
ლიდერების
გადამზადება.საზოგადოებრივი
ცნობიერების ამაღლება (Awareness
Campaigns)ლოკალურად მორგებული
საინფორმაციო კამპანიები
(სოციალური ქსელებით,
ადგილობრივი სახლემწიფო
ენაზე);პოზიტიური ქცევის
მაგალითების საჯარო
ჩვენება;თემატური დღეები
(მაგ. წყლის, მიწის, გარემოს
დღე) რეალური
ქმედებებით.ინსტიტუციური
და ინფრასტრუქტურული
ხელშეწყობანარჩენების
სეპარაციისთვის ურნების
უზრუნველყოფა;წვიმის
წყლის შეგროვების
სისტემები საზოგადოებრივ
დაწესებულებებში;მწვანე
სივრცეების
ხელმისაწვდომობა და
მოვლა.ქცევაზე
ორიენტირებული
სტიმულებიეკოლოგიურად
პასუხისმგებელი ქცევის
დაჯილდოება
(სერტიფიკატები,
ადგილობრივი
გრანტები);ადგილობრივ
დონეზე კონკურსები
თემებზე: „ჩემი ეზო –
მწვანე ზონა“,
„გადავარჩინოთ
წყალი“;ფინანსური და
არაფინანსური წახალისება
ეკოლოგიურად ეფექტური
ქცევისთვის.პოლიტიკისა და
თვითმმართველობების
მხარდაჭერაადგილობრივ
დონეზე მოსახლეობის
ჩართულობის მექანიზმების
გაძლიერება;ეკო-საბჭოების
ან თემის ეკო-ლიდერების
შექმნა;გარემოზე
ზემოქმედების შეფასების
პროცესებში მოქალაქეების
ჩართვა.მდგრადი გარემოს
მხარდაჭერა მხოლოდ
ცოდნაზე დამყარებული
სტრატეგიებით ვერ
მიიღწევა. საჭიროა
კომპლექსური მიდგომა,
რომელიც მოიცავს
განათლებას, მეცნიერებას,
ინფრასტრუქტურას,
სტიმულირებას და
პოლიტიკურ ჩართულობას -
მორგებული მოსახლეობის
ქცევით და სოციალურ
თავისებურებებზე. მხოლოდ
ასე შეიძლება მიღწეულ
იქნას რეალური ქცევითი
ტრანსფორმაცია და
ეკოლოგიური კულტურის
გაძლიერება - წყლისა და
ნიადაგის, როგორ ჩვენი
პლანეტის ერთ-ერთი
ძირითადი ბუნებრივი
რესურსის
ურთიერთქმედების სრულყოფა
თანამედროვე მეცნიერული
მიღწევების ჩართულობით
ხელს შეუწყობს მომავალში
გარემოს უსაფრთხოებას და
სტაბილურობას.