შენგუნმა სამმაგი დუბლი შეასრულა – ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა

News.ge 11 საათი წინ 14
შენგუნმა სამმაგი დუბლი შეასრულა – ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა

ევრობასკეტის მეოთხედფინალში თურქეთის ნაკრებმა პოლონეთი 91:77 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
მიუხედავად აუტსაიდერის სტატუსისა, პოლონეთის ნაკრებმა პირველ მეოთხედში გაიბრძოლა და მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცა, თუმცა მეორე მეოთხედი თურქეთის ნაკრებმა 27:13 მოიგო და ფაქტობრივად მატჩის ბედიც გადაწყდა.
ცხადია, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე თურქეთის ნაკრების ლიდერი და წლევანდელი ევრობასკეტის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ალპერენ შენგუნი გახდა. თურქი ისტორიაში გახდა მე-5 კალათბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში სამმაგი დუბლის შესრულება მოახერხა. “ჰიუსტონ როკეტსის” ცენტრის სტატისტიკა პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ასე გამოიყურებოდა – 19 ქულა, 12 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი.
თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ლიეტუვასა და საბერძნეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.
“ნეტავ იცოდნენ ქართველებმა, რამდენს ნიშნავს ნაკრები შენთვის” – თორნიკე შენგელიას ცოლი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა – დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია – სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება – საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
[VIDEO] ისტორიაში პირველად – საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
სუპერმატჩი ევრობასკეტზე – თურქეთმა სერბეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა – დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
“წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო” – რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
ევრობასკეტის პირველი მეოთხედფინალისტი გაირკვა – თურქეთის ნაკრებმა შვედეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
თურქეთი მაგრად იწყებს – ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია – სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

სრულად წაიკითხეთ სტატია