საქართველო საბავშვო
ევროვიზია 2024-ის
გამარჯვებულია.ანდრია
ფუტკარაძემ 239 ქულით
საქართველოს საბავშვო
ევროვიზიაზე მეოთხე
გამარჯვება მოუტანა. ამ
შედეგით საქართველო
კონკურსის
რეკორდსმენია.ევროვიზია
2024-ის გამარჯვებული, ანდრია
ფუტკარაძე მილოცვებს
იღებს.უდიდეს გამარჯვებას
პატარა მომღერალს გიგა
კუხიანიძე ულოცავს.სწორედ
გიგა კუხიანიძის დაწერილი
To My Mom-ით წარდგა, ანდრია
ფუტკარაძე მაყურებლის
წინაშე.„ჩემი ოქრო ანდრია.
ანდრია ფუტკარაძე ძალიან
გაგვახარე ყველა. შენ
მაჩუქე უდიდესი სიხარული.
მადლობა რომ გჯეროდა ჩემი
და 100% შენი გახადე სიმღერა.
ღმერთმა ასეთი უამრავი
სიხარული მოგცეს.
დანარჩენი რომ ჩამოხვალ
ბევრს ჩაგეხუტები.შენ ისევ
დააბრუნე საქართველო
საბავშვო ევროვიზიაზე
როგორც რეკორდსმენი
ქვეყანა. I love JESC დიდი მადლობა
ყველას მოლოცვისთვის და ამ
სიხარულის
გაზიარებისთვის“ – წერს
გიგა
კუხიანიძე.ცნობისთვის,
საქართველო საბავშვო
ევროვიზია 2024-ის
გამარჯვებულია. ანდრია
ფუტკარაძემ ჟიურისგან 180
ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ
ხმებით – 59
ქულა.საქართველომ 12 ქულა
მიიღო იტალიისგან,
ესტონეთისგან,
ალბანეთისგან,
სომხეთისგან,
კვიპროსისგან,
ესპანეთისგან,
ნიდერლანდებისგან, სან
მარინოსგან, უკრაინისგან,
პორტუგალიისგან,
ისლანდიისგან,
მალტასგან.ანდრია
ფუტკარაძე მაყურებლის
წინაშე სიმღერით To My Mom
წარდგა, რომელიც გიგა
კუხიანიძემ დაწერა, მასთან
ერთად ტექსტზე მაკა
დავითაიამ იმუშავა.
ვიდეორგოლი
საზოგადოებრივმა
მაუწყებელმა გადაიღო;
კოსტიუმი კი იზა
ნადარეიშვილს
ეკუთვნის.საბავშვო
ევროვიზია 2024 ესპანეთის
დედაქალაქ მადრიდში
გაიმართა, რომელშიც 17
ქვეყანა მონაწილეობდა.