ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახური
განცხადებას ავრცელებს,
რომელსაც უცვლელად
გთავაზობთ:„გაცნობებთ, რომ
საქართველოს მთავრობის 2024
წლის 24 დეკემბრის №441
დადგენილების და
შემოსავლების სამსახურის
შინაგანაწესის
გათვალისწინებით, 2025 წლის 3
იანვარი, 6 იანვარი და 8
იანვრიდან 10 იანვრის
ჩათვლით დღეებში,
გაფორმების ეკონომიკური
ზონები, საბაჟო გამშვები
პუნქტები, ასევე
გაფორმების განყოფილებები
და საბაჟო ღირებულებისა და
საქონლის კლასიფიკაციის
სამმართველო ჩვეულ
რეჟიმში გააგრძელებენ
საქმიანობას. აღნიშნულ
თარიღებში, 18:00 საათამდე
გაწეულ მომსახურებზე, არ
გაორმაგდება საქართველოს
მთავრობის 2010 წლის 30 მარტის
№96 დადგენილებით
განსაზღვრული
ტარიფებიაქვე გაცნობებთ,
რომ 2025 წლის 3 იანვარი, 6
იანვარი და 8 იანვრიდან 10
იანვრის ჩათვლით პერიოდში,
საქართველოს მასშტაბით არ
იმუშავებენ ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მომსახურების
დეპარტამენტის
სერვისცენტრებიამასთან, 2025
წლის 6 იანვარს, ასევე 8
იანვრიდან 10 იანვრის
ჩათვლით, სასურველი
ინფორმაციის მისაღებად, 10:00
საათიდან - 18:00 საათამდე,
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ
საინფორმაციო
საკონსულტაციო ცენტრს - 2 299 299
ან ისარგებლოთ RS ჩათის
მეშვეობით ან მოგვწეროთ
ელექტრონული ფოსტის
მისამართზე
[email protected]გთხოვთ,
აღნიშნული გაითვალისწინოთ
სერვისებით (მ.შ.
ელექტრონული)
სარგებლობისას“,-
ნათქვამია გავრცელებულ
განცხადებაში.