25 ოქტომბერს, უქმე დღესთან
დაკავშირებით
შემოსავლების სამსახური
განცხადებას ავრცელებს,
რომელსაც უცვლელად
გთავაზობთ:„ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების
სამსახური გაცნობებთ, რომ
საქართველოს მთავრობის 2024
წლის 21 ოქტომბრის №359
დადგენილების და
შემოსავლების სამსახურის
შინაგანაწესის
გათვალისწინებით, 2024 წლის 25
ოქტომბერს, გაფორმების
ეკონომიკური ზონები,
საბაჟო გამშვები პუნქტები,
სანიტარიული,
ფიტოსანიტარიული და
ვეტერინარული კონტროლის
სამმართველოს სასაზღვრო
ინსპექციის
განყოფილებები, ასევე
გაფორმების განყოფილებები
და საბაჟო ღირებულებისა და
საქონლის კლასიფიკაციის
სამმართველო ჩვეულ
რეჟიმში გააგრძელებენ
საქმიანობას.18:00 საათამდე
გაწეულ მომსახურებზე არ
გაორმაგდება საქართველოს
მთავრობის №96 დადგენილებით
განსაზღვრული ტარიფები. 2024
წლის 25 ოქტომბერს,
საქართველოს მასშტაბით არ
იმუშავებენ ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მომსახურების
დეპარტამენტის
სერვისცენტრები. გთხოვთ,
აღნიშნული გაითვალისწინოთ
სერვისებით (მ.შ.
ელექტრონული სერვისებით)
სარგებლობისას“, -
ნათქვამია განცხადებაში.