2003–2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, სადაც
ევგენი აფრასიძისა და მისი
ოჯახის წევრების
სიცოცხლის უფლების
შელახვის ფაქტები
განიხილება, კომისიის
თავმჯდომარემ, თეა
წულუკიანმა სხდომის
დასასრულს აღნიშნა, რომ „ეს
მთლიანად არის გიორგი
ბარამიძის მინიმუმ
პოლიტიკური
პასუხისმგებლობა“.„შემზარავია
ის ისტორია, რაც დღეს ჩვენ
მოვისმინეთ და ეს მთლიანად
არის გიორგი ბარამიძის
მინიმუმ პოლიტიკური
პასუხისმგებლობა,
დანარჩენი კი დასადგენია.
ასე ვამბობთ იმიტომ, რომ
ასე მოითხოვს კანონი, რომ
ასე ვთქვათ და რა თქმა უნდა,
პრეზიდენტი სააკაშვილი,
რომლის განცხადებაც
ბატონმა სოზარმა წაიკითხა,
სადაც ის ამბობს, რომ ის იყო
დამკვეთი პირადად ამ
უბედურების“, - განაცხადა
თეა წულუკიანმა.