ოკუპირებული აფხაზეთის
გალის რაიონის სოფელ
საბერიოში მომხდარი
ტრაგედიის გამო
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე მწუხარებას
გამოთქვამს და
გარდაცვლილთა ახლობლებს
უსამძიმრებს.„შემზარავია
გალის რაიონის სოფელ
საბერიოში მომხდარი
ტრაგედია. სიტყვები
უადგილოა. შეგვიძლია
მხოლოდ მწუხარება და მათი
სულებისთვის
ლოცვა.თანაზიარი ვარ
ოჯახის, სანათესავოს, ჩვენი
საზოგადოების გლოვის“, -
წერს სოციალურ ქსელში
შალვა
პაპუაშვილი.ოკუპირებულ
აფხაზეთში ხანძარს 5
მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
შემთხვევა, გალის რაიონის
სოფელ საბერიოში, დღეს
დილით მოხდა.