პლატფორმა "ერთიანობა -
ნაციონალური მოძრაობის"
ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი
წერეთელმა ისაუბრა
საქალაქო სასამართლოს
გადაწყვეტილებაზე, რომლის
მიხედვითაც საქართველოს
ექსპრეზიდენტს, მიხეილ
სააკაშვილს, ბიუჯეტიდან
დიდი ოდენობით თანხის
გაფლანგვის გამო, 9-წლიანი
პატიმრობა შეეფარდა.მისი
თქმით, ამ საკითხს, თავის
დროზე, გრიფი საიდუმლო ედო
და მას ამ ინფორმაციაზე
წვდომა არ ჰქონია."მე
მეკითხებით ისეთ რამეს, რაც
არ ვიცი, მითუმეტეს ამ
საქმეს, ზოგადად, მუდმივად
საფარი ჰქონდა
გადაფარებული, ბევრი რამ არ
იყო ცნობილი და იყო გრიფით
საიდუმლო.ის, რაც არ არის
ჩვენი კომპეტენციის
საგანი, მასზე ვერ
ვისაუბრებთ. ესეც, ალბათ,
კანონით არის
დარეგულირებული და უნდა
რეგულირდებოდეს, რა
შეიძლება იყოს საიდუმლო
გრაფა და რა არ შეიძლება
იყოს. იმ წუთას, ჩვენ
ამასთან წვდომა არ გვქონია.
რაღაც ხარჯი შეიძლება
მოგწონდეს, არ მოგწონდეს,
ან მიიჩნევდე, რომ
გაუმართლებელია - ამაში
ახლა ვერ შევალ, მაგრამ
მთავარი თემა არის სხვა:
არის ეს პოლიტიკური დევნა?!"
- განაცხადა გიგი
წერეთელმა.შეგახსენებთ,
რომ საქართველოს
ექსპრეზიდენტს, მიხეილ
სააკაშვილს, ბიუჯეტიდან 9
მილიონი ლარის
გაფლანგვისთვის, საქალაქო
სასამართლომ 9-წლიანი
პატიმრობა შეუფარდა.