შეიძლება ვიღაცა ნაწყენია ჩვენზე, მაგრამ ყველა დარწმუნდებით, რომ საქართველოს მთავრობის პრაგმატული პოლიტიკა გამომდინარეობს ქვეყნის ინტერესებიდან - კახა კალაძე

Primetime.ge 4 დღის წინ 10
შეიძლება ვიღაცა ნაწყენია ჩვენზე, მაგრამ ყველა დარწმუნდებით, რომ საქართველოს მთავრობის პრაგმატული პოლიტიკა გამომდინარეობს ქვეყნის ინტერესებიდან - კახა კალაძე
„საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ გაუკეთებია განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ, ურთიერთობები დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გავაჯანსაღოთ, არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს, რადგან ის არავისთვისაა მისასალმებელი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, მალე ყველა დარწმუნდება, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, პირველ ყოვლისა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს.„შეიძლება ვიღაცა ნაწყენია ჩვენზე, მაგრამ ყველა დარწმუნდებით, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, პირველ რიგში, გამომდინარეობს ქვეყნის ინტერესებიდან. ჩვენთვის უპირველესი, მთავარი და მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვაა. ყველა ხედავთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, ბევრი რამ შეიცვლება, გადალაგდება, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე და საქართველო გააგრძელებს განვითარებას, წინსვლას. ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ პროცესები დაჩქარდეს. თუ რაიმე წარმატება გვაქვს მიღწეული ამ გზაზე, ეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურებაა. ზუსტად ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ყოველგვარი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ შანტაჟი,  მუდმივი მუქარა, შეურაცხყოფების მიყენება, მეორე ფრონტისა და სანქციებზე მიერთების მოთხოვნა - ეს ის თემებია, რაც პირდაპირ დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე განმარტებით, არავის მიეცემა საშუალება, საქართველო გამოყენებული იყოს სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. „არ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც თავიდანვე ვიცით, რომ დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ შეიძლება ამით სხვა ქვეყნებმა ისარგებლონ და გამოიყენონ სათავისოდ. არავის გვინდა მივცეთ საშუალება, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. ჩვენ მხოლოდ მეგობრობა და პარტნიორობა გვინდა, გვინდა ურთიერთობების გაღრმავება. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ის ურთიერთობები, რომელიც ახლა არის დასავლეთთან, აშშ-სთან. საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ გაუკეთებია განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მზად ვართ, ეს ურთიერთობები გავაჯანსაღოთ, არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს, რადგან ის არავისთვისაა მისასალმებელი. მზად ვართ ჯანსაღი ურთიერთობებისთვის, მთავარია, ეს იყოს ორმხრივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია