ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურის
საბაჟო-გამშვებ პუნქტში -
„ფოთისა და ყულევის
პორტები და ფოთის
თავისუფალი ინდუსტრიული
ზონა“ მებაჟე ოფიცრებმა
გერმანიიდან შემოტანილი 108
000 კილოგრამი ქათმის
გაყინული ხორცით
დატვირთული 4
ავტოსატრანსპორტო
საშუალება
შეამოწმეს.სასაზღვრო-საკარანტინო
კონტროლის პროცედურების
განხორციელებისას, კერძოდ,
ფიზიკური
შემოწმების/დათვალიერების
დროს, ვეტერინარი
სპეციალისტების მიერ
საქონლის
ტრანსპორტირებისას,
გამოვლინდა მკაცრი
ტემპერატურული კონტროლის
დარღვევა, რამაც გამოიწვია
ხორცპროდუქტების
მნიშვნელოვანი ნაწილის
ლღობა.ვინაიდან, საქონელი
შეიცავდა
ჯანმრთელობისთვის მაღალ
რისკს, საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად,
იმპორტირებული გაყინული
ქათმის ხორცის სრული
პარტია
განადგურდა.ინფორმაციას
შემოსავლების სამსახური
ავრცელებს.