„შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორთაჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგებს შეისწავლის“ - ლევან მგალობლიშვილი

Primetime.ge 10 საათი წინ 4
„შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორთაჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგებს შეისწავლის“ - ლევან მგალობლიშვილი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთის მთავრობაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგებს შეისწავლის, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ლევან მგალობლიშვილის დავალებით, დღესვე სამუშაო ჯგუფის წევრები ორთაჭალაში იმყოფებოდნენ. მთავრობის წევრები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას, დევნილების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებს და დაზარალებულ მოსახლეობას გაესაუბრნენ.სამუშაო ჯგუფის წევრები სრულ კოორდინაციაში არიან ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად შეძლონ მოსახლეობის დახმარება.„აფხაზეთის მთავრობა ჩართულია ყველა საკითხში. შემთხვევის შედეგად დაზარალებული დროებით დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად აფხაზეთის მთავრობაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სრულ კოორდინაციაშია როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე თბილისის მერიასთან. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ ადგილზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების გაწევა. ამ დროისთვის უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ყველა პირი კლინიკიდან გაწერილია, დარჩენილია მხოლოდ ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ისიც დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას. რაც შეეხება ამ ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი პირის დაკრძალვის ხარჯებს, მას სრულად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უზრუნველყოფს“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა.ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია