საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის, შალვა
პაპუაშვილის განცხადებით,
საქართველოს პარლამენტი
კვლავ გააგრძელებს
ასოცირების შეთანხმებით
გათვალისწინებული
პუნქტების
შესრულებას.მისივე თქმით,
2028 წლისთვის, საქართველოს
შეთანხმების 90%
შესრულებული
ექნება."ევროკომისიის
ოქტომბრის შეფასებაში, 20-ზე
მეტ თავთან დაკავშირებით
ჩვენ გვაქვს პროგრესი.
საიდან არის ეს პროგრესი?
თავისით ხომ არ გაჩნდა?
იმიტომ, რომ იმ პარლამენტმა
მაშინ, [მიუხედავად იმისა],
რომ იყო ჯანჯღარი, ხან რას
გვთხოვდნენ, ხან რას, ხან
მიტინგებს გვიწყობდნენ და
ა.შ. რუტინულად იმუშავა
ამაზე.სწორედ ამ რუტინულ
მუშაობას გავაგრძელებთ,
როგორც აქამდე მივდიოდით
გეგმის მიხედვით.
ასოცირების შეთანხმების
ნახევარზე მეტი უკვე
შესრულებული გვაქვს.
სამთავრობო პროგრამაში,
რომელიც სულ რამდენიმე
დღის წინ დავამტკიცეთ,
წერია, რომ ამ შეთანხმების
90%-ზე მეტი იქნება
შესრულებული და ამით ჩვენ
2028 წელს ვიქნებით უკვე
ყველანაირად მზად
იმისთვის, რომ 2 წლიანი
მოლაპარაკების ჩარჩოში,
დავასრულოთ წევრობის
პროცესი და 2030 წელს გავხდეთ
ევროკავშირის წევრი," -
აცხადებს შალვა
პაპუაშვილი.