შეთავაზება თუ იქნება, რომ დღესვე გავხსნათ მოლაპარაკებები, მზად ვიყავით, მზად ვართ და მით უმეტეს, ყველა კანდიდატ ქვეყანას წინ ვუსწრებთ - გია ვოლსკი

Primetime.ge 3 კვირის წინ 15
შეთავაზება თუ იქნება, რომ დღესვე გავხსნათ მოლაპარაკებები, მზად ვიყავით, მზად ვართ და მით უმეტეს, ყველა კანდიდატ ქვეყანას წინ ვუსწრებთ - გია ვოლსკი
შეთავაზება თუ იქნება, რომ დღესვე გავხსნათ მოლაპარაკებები, მზად ვიყავით, მზად ვართ და მით უმეტეს, ყველა კანდიდატ ქვეყანას წინ ვუსწრებთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, მოლაპარაკებების თემის ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენება და საქართველოს მუდმივი რყევა დაუშვებელია.„პრემიერ-მინისტრმა გუნდის სახელით განცხადება გააკეთა, რომელიც თითქოსდა ინტერპრეტაციების სივრცეს არ ტოვებდა, მაგრამ ჰერჩინსკიმმაინც მოახერხა და ამ განცხადების საკმაოდ უზნეო ინტერპრეტაცია გააკეთა, რომ თითქოსდა, საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესი შეწყვიტა. ჰერჩინსკის მიერ ივლისში გაკეთებული განცხადება გაიხსენეთ. მაშინ თქვა, რომ პროცესი შეჩერებულია, რადგან თურმე, საქართველომ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი მიიღო და ქვეყანა გამჭვირვალობას ითხოვს. წინასაარჩევნოდ მსგავსი შინაარსის არაერთი განცხადება გაკეთდა. პრემიერმა მკაფიოდ თქვა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არათუ შეჩერდა, არამედ ინტენსიურია და ჩვენ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი და ასოცირებული წევრები, ასოცირების გეგმას მივყვებით და 2028 წლისთვის მზად ვიქნებით, ევროკავშირთან მოლაპარაკებები გავხსნათ. თუ ევროკავშირი თვლის, რომ ჩვენ უკვე მზად ვართ მოლაპარაკებების გასახსნელად, ამას დღესვე დავეთანხმებით და 30-ზე მეტ საკითხს გავივლით, სადაც მოლაპარაკებები იხსნება – სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, განათლებით დამთავრებული.ჩვენ საკმაოდ სერიოზული და კარგი მაჩვენებლები გვაქვს, მაგრამ მოლაპარაკებების თემის ქვეყნის წინააღმდეგ გამოყენება და საქართველოს მუდმივი რყევა დაუშვებელია. სწორედ ამის თაობაზე იყო განცხადება გაკეთებული. პროცესი მიმდინარეობს, საქართველო ასოცირებული წევრია და ქვეყანა მაჩვენებლებით სხვა კანდიდატ ქვეყნებს წინ უსწრებს. რასაკვირველია, ჩვენ 2028 წლისთვის ყველა მიმართულებით მზად ვიქნებით, რომ მოლაპარაკებები გავხსნათ, იქამდე დაშვებული არ უნდა იყოს, რომ როგორც კანდიდატის თემა, ასევე მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს დესტაბილიზაციისთვის იყოს გამოყენებული. ამაში არავითარი ანტიევროპული არ არის. რასაკვირველია, ეს არის საქმიანი შეთავაზება. თუ სხვა შეთავაზება იქნება, რომ დღესვე გავხსნათ მოლაპარაკებები, მზად ვიყავით, მზად ვართ და მით უმეტეს, ყველა კანდიდატ ქვეყანას წინ ვუსწრებთ, მით უმეტეს, მონტენეგროს, რომელსაც 12 წელია მოლაპარაკებების რეჟიმი აქვს გახსნილი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
სრულად წაიკითხეთ სტატია