შევჩენკოს სიძემ უკრაინის დატოვების სანაცვლოდ, სავარაუდოდ, 20 ათასი დოლარი გადაიხადა

News.ge 1 თვე წინ 58
შევჩენკოს სიძემ უკრაინის დატოვების სანაცვლოდ, სავარაუდოდ, 20 ათასი დოლარი გადაიხადა

ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის ანდრეი შევჩენკოს დამ, ელენამ, მისმა მეუღლემ ანდრეი ვასიურენკომ და კიდევ თვრამეტმა ადამიანმა, ში შეჭრის პირველ თვეებში, სავარაუდოდ, ოც-ოცი ათასი დოლარი გადაიხადეს, რათა კანონის დარღვევით წასულიყვნენ საზღვარგარეთ, – იტყობინება Слідство.Інфо.
გამოძიების ინფორმაციით, ბერეგოვსკის რაიონის პოლიციის დეპარტამენტის პრევენციული ღონისძიებების უფროსის მოადგილე იან მიკშა ეჭვმიტანილია საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანაში. პროკურორმა რომან კრუპკამ განაცხადა, რომ მიკშა პირადად აკონტროლებდა მესაზღვრეების მიერ ადამიანების ავტომობილებით ქვეყნის ფარგლების დოკუმენტების შემოწმების გარეშე დატოვებას და საერთო ჯამში 400 ათასი დოლარი აიღო.
ეს ფაქტი სატელეფონო საუბრებით და
გამშვებ პუნქტებზე ვიდეო-კამერებით დაფიქსირდა. ასე და ამგვარად კანონდარღვევით გავიდნენ უნგრეთში პიროვნებები და მათ შორის მამაკაცები, რომლებიც მობილიზაციას ექვემდებარებოდნენ.
პროკურორის თქმით, ელენა შევჩენკომ საზღვრის გადაკვეთამდე რამდენიმე დღით ადრე პირადად დაურეკა მიკშას. 20 მარტს ელენამ დედასთან და მეუღლესთან ერთად დატოვა სამშობლო მანქანით, რომელშიც მისი მეუღლე თითქოს არ იმყოფებოდა და საზღვრის გადაკვეთის შემდეგ უნგრეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

სრულად წაიკითხეთ სტატია