ვითარება ქართველი
ხალხისთვის პოზიტიური
მიმართულებით არ მიდის,
დემოკრატიები არ ახშობენ
ოპოზიციურ ხმებს ან არ
ზღუდავენ მედიის
თავისუფლებას, ამის
საპასუხოდ, ჩვენ
შევამცირეთ პოლიტიკური
კონტექსტი და შევწყვიტეთ
დაფინანსება საქართველოს
მთავრობისთვის, – ამის
შესახებ საგარეო და
უსაფრთხოების საკითხებში
ევროკავშირის უმაღლესმა
წარმომადგენელმა, კაია
კალასმა განაცხადა.როგორც
ბრიუსელში, ევროკავშირის
საგარეო საქმეთა
მინისტრების საბჭოს
სხდომის დასრულების
შემდეგ გამართულ
პრესკონფერენციაზე კაია
კალასმა თქვა, ქართველი
ხალხის მხარდაჭერა
გაგრძელდება.„დღეს ჩვენ
შევთანხმდით დიპლომატიური
პასპორტის
მფლობელებისთვის რეჟიმის
შეჩერებაზე. ევროკომისია
წინადადებას წელსვე
წარადგენს. ჩვენ ასევე
განვიხილეთ ქართველი
მაღალჩინოსნების
დასანქცირება, რომლებიც
მშვიდობიანი პროტესტის
წინააღმდეგ
განხორციელებული
ძალადობის უკან დგანან.
ჩვენ გავაგრძელებთ
ქართველი ხალხის გვერდით
დგომას, მათ შორის
დაფინანსების
გადამისამართებით
ხელისუფლებიდან
სამოქალაქო საზოგადოებასა
და ქართველ ხალხზე,
დამოუკიდებელ მედიაზე,
რადგან საქართველოს
მომავალი, ისევე როგორც
სირიაში, მისი
ხალხისთვისაა და
ქართველმა ხალხმა უნდა
გადაწყვიტოს, როგორი
იქნება ის“, – განაცხადა
კალასმა.მისივე თქმით,
შეხვედრაზე ინტენსიური
დისკუსია იყო დამატებით
სანქციებთან
დაკავშირებით.„დღევანდელი
დისკუსიაზე შევჯერდით,
შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი
დიპლომატიური და
სამსახურებრივი პასპორტის
მფლობელებისთვის. უნდა
ითქვას, რომ იყო ინტენსიური
დისკუსია და ასევე იყო უფრო
მეტის გაკეთების სურვილი.
ბევრმა აღნიშნა, ვნახოთ,
როგორი განვითარება
იქნება, მზად ვართ
დამატებითი
ნაბიჯებისთვის. თუმცა,
სანქციებისთვის ჩვენ
გვჭირდება 27-ვე წევრის
თანხმობა, სამწუხაროდ ეს არ
გვაქვს, თუმცა ვფიქრობ
უვიზო რეჟიმი და შეჩერება
პირველი ნაბიჯია“, –
აღნიშნა კალასმა.