შალვა პაპუაშვილი
„ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობის“ წევრების მიერ
„ქართული ოცნების“
საარჩევნო ბანერის
დაზიანებას გამოეხმაურა.
პარლამენტის თავმჯდომარის
განცხადებით, ამით ხატია
დეკანოიძემ და გიგი
უგულავამ საკუთარი
დანაშაული
დაადასტურეს.„სინამდვილეში,
ძალიან კარგია ის, რაც
გუშინ ვნახეთ. ამან
დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ
ვსაუბრობდით, დაადასტურა
ის მიზანი, რომელიც ამ
ბანერებს ჰქონდა. ისინი
შეეცადნენ, რომ გარკვეული
საინფორმაციო შტურმით
დაეფარათ საკუთარი
დანაშაული და რომ ვერ
დაფარეს, ბოლოს შეეცადნენ
რომ საღებავით დაეფარათ
საკუთარი დანაშაული. ეს
ბანერი მათ დანაშაულს
ასახავს. ამიტომ არის ეს
ბანერი მნიშვნელოვანი,
ამიტომ უნდა იყოს რაც
შეიძლება ბევრი ასეთი
ბანერი და ხშირად შეხედონ
ქალბატონმა ხატიამ,
ბატონმა გიგი უგულავამ,
რომელსაც ეკუთვნის
სიტყვები „დიახ, მე ომი
მინდა“. გიგი უგულავას ომი
რომ უნდა, უნდა შეხედოს ამ
ბანერს და ჩახედოს თავის
დანაშაულს თვალებში,
ვინაიდან ზუსტად ამ
მომავალს უმზადებდა
ქართველ ხალხს
„ნაციონალური მოძრაობა“,
„ლელო“, გახარია, „ახლები“ -
კოლექტიური ოპოზიცია,
რომელიც სინამდვილეში
გარედან იმართება, რაც ამ
ფოტოზეა გამოსახული“, -
განაცხადა
პაპუაშვილმა.ხატია
დეკანოიძემ და გიგი
უგულავამ ქუთაისში
მმართველი პარტიის ბანერი
დააზიანეს,
კანონდარღვევის ფაქტის
ამსახველი ვიდეოკადრები
კი თავადვე გაავრცელეს. მათ
ბანერზე განთავსებული
წარწერა „არა ომს“
გადაღებეს.