შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის დელეგაციები მომდევნო შეხვედრას მომავალ კვირას, ლონდონში გამართავენ

Primetime.ge 1 დღე წინ 14
შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის დელეგაციები მომდევნო შეხვედრას მომავალ კვირას, ლონდონში გამართავენ
 შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის დელეგაციები მომდევნო შეხვედრას მომავალ კვირას ლონდონში გამართავენ. აღნიშნულ საკითხზე ისინი პარიზში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელსაც ესწრებოდნენ: დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და ტრამპის წარმომადგენელი უკრაინაში კიტ კელოგი.აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებით, პარიზში ჩავიდა კონკრეტული მიზნით - იპოვოს პრაქტიკული გადაწყვეტილებები რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად.უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობდნენ. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ემანუელ ბონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ჯონათან პაუელი და გერმანიის კანცლერის მრჩეველი იენს პლოტნერი.
სრულად წაიკითხეთ სტატია