„ხალხის ძალის“ წევრი
დავით ქართველიშვილი,
ვაშინგტონში განთავსებული
კვლევითი ორგანიზაციის
„ქუინსი ინსტიტუტის“ მიერ
საქართველოს შესახებ
გამოქვეყნებულ მორიგ
სტატიას ეხმიანება,
რომელშიც ნათქვამია, რომ
ისტორიულად ყველაზე სანდო
მონიტორინგის მისიის,
ეუთო/ოდირის შეფასებით,
საქართველოში არჩევნების
გაყალბება არ მტკიცდება და
ეჭვგარეშეა, რომ
საქართველოს მოსახლეობის
ძალიან დიდმა ნაწილმა ხმა
„ქართულ ოცნებას“
მისცა.ქართველიშვილის
განცხადებით, ინფორმაციის
ღია წყაროებიდან ირკვევა,
რომ ეუთო-ს სამდივნოს
ხელმძღვანელობა
არაფორმალურ დონეზე
აღიარებს მოლდოვაში
ჩატარებულ არჩევნებზე
ქვეყნის ხელისუფლების
მხრიდან უპრეცედენტო
დარღვევების ფაქტებს -
თუმცა, ასევე უპრეცედენტო
საგარეო ზეწოლის გამო ამის
ოფიციალური გასაჯაროება
ვერ
მოხდება.ქართველიშვილი
მიესალმება ეუთო/ოდირის
კომისიის სიმტკიცეს,
რომელზეც არანაკლები
ზეწოლა იქნებოდა
საქართველოსთან
მიმართებაშიც, მოლდოვაში -
ზეწოლას ვერ გაუძლეს, თუმცა
გაუძლეს
საქართველოში.„ისტორიულად
ყველაზე სანდო
მონიტორინგის მისიის,
ეუთო/ოდირის შეფასებით,
საქართველოში არჩევნების
გაყალბება არ მტკიცდება და
ეჭვგარეშეა, რომ
საქართველოს მოსახლეობის
ძალიან დიდმა ნაწილმა ხმა
„ოცნებას“ მისცა“, -
ნათქვამია ვაშინგტონში
განთავსებული კვლევითი
ორგანიზაციის „ქუინსი
ინსტიტუტის“ მიერ ჩვენი
ქვეყნის შესახებ
გამოქვეყნებულ მორიგ
სტატიაში.ამავდროულად,
ინფორმაციის ღია
წყაროებიდან ვიგებთ, რომ
ეუთო-ს სამდივნოს
ხელმძღვანელობა
არაფორმალურ დონეზე
აღიარებს მოლდოვაში
ჩატარებულ არჩევნებზე
ქვეყნის ხელისუფლების
მხრიდან უპრეცედენტო
დარღვევების ფაქტებს -
თუმცა, ასევე უპრეცედენტო
საგარეო ზეწოლის გამო
(აშშ-ს ადმინისტრაციის
მხრიდან), ამის ოფიციალური
გასაჯაროება ვერ
მოხდება.ჩვენ კი შეგვიძლია
მხოლოდ მივესალმოთ
ეუთო/ოდირის კომისიის
სიმტკიცეს, რომელზეც
(ყოველგვარი ეჭვის გარეშე)
არანაკლები „პირიქითა“
ზეწოლა იქნებოდა
განხორციელებული. უბრალოდ
სრულიად განსხვავებული
აქცენტებით: მოლდოვაში -
ოპოზიცია უნდა ჩაეძირათ,
საქართველოში კი -
ხელისუფლება. მოლდოვაში -
ზეწოლას ვერ გაუძლეს,
სამაგიეროდ გაუძლეს
საქართველოში“,- წერს დავით
ქართველიშვილი.