„მინდა, მადლობა
გადავუხადო უპირველეს
ყოვლისა
მუნიციპალიტეტების
თანამშრომლებს, რომლებიც
პირველები იყვნენ სტიქიის
შედეგებთან საბრძოლველად
და მოსახლეობის
მხარდასაჭერად“, -
განაცხადა პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილმა, რომელიც
გურიასა და საქართველოს
კიდევ რამდენიმე რეგიონში
დიდთოვლობის გამო
განვითარებულ მოვლენებს
გამოეხმაურა.პარლამენტის
თავმჯდომარემ მადლობა
გადაუხადა სტიქიასთან
ბრძოლაში ჩართულ თითოეულ
მოქალაქეს.„მინდა, მადლობა
გადავუხადო
მეხანძრე-მაშველებს,
მადლობა გადავუხადო
პოლიციის თანამშრომლებს,
სამედიცინო პერსონალს.
მადლობა გადავუხადო
ყველას, მათ შორის,
მოხალისეებს, რომლებიც
ადგილზე ეხმარებოდნენ
მოსახლეობას,
ადგილობრივებს, ვინც
სტიქიასთან საბრძოლველად,
გვერდით დაუდგა ჩვენს
მოქალაქეებს“, - განაცხადა
შალვა პაპუაშვილმა.