შალვა პაპუაშვილმა სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

Primetime.ge 2 თვის წინ 75
შალვა პაპუაშვილმა სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.გმირთა მოედანზე ასევე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია