პარლამენტის
თავმჯდომარემ, შალვა
პაპუაშვილმა საპროცედურო
საკითხთა და წესების
კომიტეტს პარლამენტის
ახალი რეგლამენტის
პროექტი მეორე მოსმენით
წარუდგინა.პროექტის
თანახმად, პარლამენტის
ახალი რეგლამენტი შედგება X
კარისა და XXXI თავისგან.
ინიციირებულ პროექტში
საკითხები შინაარსობრივი
თანამიმდევრობის მიხედვით
არის დალაგებული.შალვა
პაპუაშვილმა თავებისა და
მუხლების მიხედვით
განიხილა პირველი
მოსმენის შემდეგ
პარლამენტის ახალი
რეგლამენტის პროექტში
განხორციელებული
შესწორებები და
ცვლილებები. კერძოდ,
პროექტში ჩაიწერა, რომ
პარლამენტის ყოფილ
თავმჯდომარეს და
უმრავლესობის ლიდერს, თუ
ისინი იკავებენ რომელიმე
საპარლამენტო
თანამდებობას, მიეცემათ ის
შრომის ანაზღაურება,
რომელიც მათი სტატუსის,
პოზიციისა თუ დაკავებული
საპარლამენტო
თანამდებობის მიხედვით
უფრო მაღალია.ასევე
ჩაიწერა, რომ მთავრობის
საპარლამენტო მდივანს
შეუძლია დაესწროს
პარლამენტის ბიუროს
სხდომას. პარლამენტის
წევრს, გარდა პარლამენტის
თავმჯდომარის, პირველი
მოადგილის, უმრავლესობის
ლიდერის, ყოფილი
თავმჯდომარის, უფლება აქვს
ჰყავდეს ერთი
თანაშემწე.პროექტში
ჩაემატა, რომ პარლამენტის
უფლებამოსილების ვადით
შექმნილი დროებითი
კომისია მისი
უფლებამოსილების ვადის
გასვლამდე 3 თვით ადრე,
მაგრამ ყველაზე ცოტა
წელიწადში ერთხელ,
პარლამენტის ბიუროს
წარუდგენს ანგარიშს
საქმიანობის
შესახებ.დაზუსტდა
ინტერპელაციის გამართვის
პროცედურები. ასევე
დეტალურად განისაზღვრა
პარლამენტის წევრისა და
პარლამენტის თანამდებობის
პირისთვის სანქციების
შეფარდების
წესი.პარლამენტის ახალი
რეგლამენტით ახლებურად
ჩამოყალიბდება ზოგიერთი
კომიტეტის სახელწოდება.
კერძოდ: აგრარულ საკითხთა
კომიტეტს ეწოდება სოფლის
მეურნეობის კომიტეტი;
დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტს - ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტი;
თავდაცვისა და უშიშროების
კომიტეტს - თავდაცვისა და
უსაფრთხოების კომიტეტი;
დიასპორისა და კავკასიის
საკითხთა კომიტეტს -
დიასპორის კომიტეტი;
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტს -
საპროცედურო საკითხთა
კომიტეტი.ზუსტდება
პარლამენტის პლენარული
სხდომების გამართვის
საათები, რომელიც 12:00
საათიდან 21:00 საათამდე
განისაზღვრა. ასევე,
პარლამენტის
გადაწყვეტილებით,
შესაძლებელი იქნება
პლენარული სხდომის 21:00
საათის შემდეგ გაგრძელება
განსახილველი საკითხის
ამოწურვის მიზნით.
მოწესრიგდება და
დეტალურად განისაზღვრება
პოლიტიკური დებატების
პროცესში პარლამენტის
წევრთა სიტყვით გამოსვლის
თანამიმდევრობა.ცვლილება
შეეხება საკანონმდებლო
წინადადების ინსტიტუტს.
კერძოდ, საკანონმდებლო
წინადადება პარლამენტის
ყველა წევრს გადაეცემა. მათ
საკანონმდებლო
წინადადების მიღებიდან 1
თვის ვადაში შესაძლებლობა
ექნებათ, მასზე დაყრდნობით
პარლამენტს წარუდგინონ
საკანონმდებლო
ინიციატივა, რომლის
ავტორადაც საკანონმდებლო
წინადადების ავტორი
მიეთითება.ახლებურად
მოწესრიგდა კანონპროექტის
გამარტივებული წესით
განხილვის
პროცედურა.ახალი
რეგლამენტი აღარ
ითვალისწინებს თემატური
მოკვლევის ინსტიტუტის
არსებობას.სხდომაზე ასევე
იმსჯელეს ახალი
რეგლამენტიდან
გამომდინარე კიდევ 10
კანონში განსახორციელებელ
ცვლილებათა
პაკეტზე.კომიტეტმა მხარი
დაუჭირა პარლამენტის
ახალი რეგლამენტის
პროექტს.