საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე, შალვა
პაპუაშვილმა საკუთარი
არჩევანი დააფიქსირა. მან
ხმა კრწანისის რაიონში, # 72-ე
საჯარო სკოლაში
განთავსებულ საარჩევნო
უბანზე მისცა.დღეს, 26
ოქტომბერს საქართველო XI
მოწვევის პარლამენტს
ირჩევს. ამომრჩევლებმა
ხმის მიცემა ამ წუთებში, 08:00
საათიდან
დაიწყეს.პირველად
საპარლამენტო არჩევნები
სრულად პროპორციული
სისტემით ტარდება -
პარლამენტის 150-ვე მანდატი
პროპორციული წესით იმ
საარჩევნო სუბიექტებს
შორის განაწილდება, ვინც
5%-იან საარჩევნო ბარიერს
გადალახავს.ასევე
პირველად, 26 ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნები
ელექტრონული არჩევნები
იქნება, სადაც
ამომრჩეველთა დაახლოებით
90% ხმას ელექტრონული
მოწყობილობების მეშვეობით
მისცემს.ცესკოს
ინფორმაციით,
ამომრჩეველთა საერთო
რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.
ელექტრონული
ტექნოლოგიების
გამოყენებით კი
არჩევნებში 3 113 747
ამომრჩეველი მიიღებს
მონაწილეობას.