შალვა პაპუაშვილმა რაც არ უნდა ისაუბროს არალეგიტიმური პარლამენტის ფუნქციონირების შედეგებზე, სიმართლე არის ერთი, „ქართულ ოცნებას“ აქვს ლეგიტიმაციის მწვავე პრობლემა - ბექა ლილუაშვილი

Primetime.ge 4 საათი წინ 4
შალვა პაპუაშვილმა რაც არ უნდა ისაუბროს არალეგიტიმური პარლამენტის ფუნქციონირების შედეგებზე, სიმართლე არის ერთი, „ქართულ ოცნებას“ აქვს ლეგიტიმაციის მწვავე პრობლემა - ბექა ლილუაშვილი
შალვა პაპუაშვილმა რაც არ უნდა ისაუბროს არალეგიტიმური პარლამენტის ფუნქციონირების შედეგებთან დაკავშირებით, სიმართლე არის ერთი – ეს სიმართლე არის ის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს ლეგიტიმაციის მწვავე პრობლემა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.„შალვა პაპუაშვილის პოსტი არის კარგი დამადასტურებელი, რამდენად ცდილობს ეს კაცი რაღაც, თვითდამკვიდრების კომპლექსით შეპყრობილი საზოგადოებას ელაპარაკოს. რადგან საპარლამენტო ტრიბუნიდან ფაქტია, არალეგიტიმურ პარლამენტში არ გამოსდის საზოგადოებასთან საუბარი, გადასულია რაღაც ეპისტოლარულ ჟანრში საზოგადოებისთვის ალტერნატიული სიმართლის შეთავაზებით. გააგრძელოს, ღრმად მჯერა, თვითდამკვიდრების კომპლექსებს მსგავსი ქმედებებით ნამდვილად ვერ დააკმაყოფილებს.პაპუაშვილმა რაც არ უნდა ისაუბროს არალეგიტიმური პარლამენტის ფუნქციონირების შედეგებთან დაკავშირებით სიმართლე არის ერთი – ეს სიმართლე არის ის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს ლეგიტიმაციის მწვავე პრობლემა. შალვა პაპუაშვილი გინდ თავისი ღრმა ენჯეოშნიკური გამოცდილებით, გინდ მხატვრული სიტყვებით შემოსავს ტყუილით სიმართლეს და ეცდება ტყუილი სიმართლედ გაასაღოს, ეს შედეგს არ მოიტანს. ლეგიტიმაციის მწვავე პრობლემას პაპუაშვილის პოსტები და მხატვრული ნაწარმოებები არ ქმნის. ქმნის პირველ რიგში საქართველოს საზოგადოება და საერთაშორისო საზოგადოება.ამიტომ არც ერთი და არც მეორე ამ ადამიანს და ინსტიტუციას არ თვლის ლეგიტიმურად, და აქედან გამომდინარე, პაპუაშვილის ბოდვა, ტყუილების კასკადი პოსტით იქნება თუ სატელევიზიო ეთერით, ამას ვერ ჩაანაცვლებს“,- განაცხადა ლილუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია