მოხარული ვარ, რომ თბილისში
საერთაშორისო
ქართველოლოგიური
კონგრესის გამართვის
ტრადიცია გრძელდება. ეს
თავყრილობა არამხოლოდ
ჩვენ მდიდარ კულტურულ
მემკვიდრეობას ეძღვნება,
არამედ დადასტურებაა
ძალისხმევის, რომელიც
ჩვენი ენის, ლიტერატურის,
ისტორიის, კულტურის
შენარჩუნებასა და
პოპულარიზაციაზეა
მიმართული, - განაცხადა
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილმა
ქართველოლოგიის
საერთაშორისო
კონფერენციაზე სიტყვით
გამოსვლისას.როგორც
პარლამენტის თავმჯდომარემ
აღნიშნა, სწორედ,
ათასწლეულებით
ჩამოყალიბებული იდენტობით
გავხდებით ევროკავშირის
სრულფასოვანი წევრი და
უნიკალური ქართული ენა
გაამდიდრებს ევროპულ
ოჯახს.„დღეს ხაზს ვუსვამთ
უდიდეს წვლილს, რომელიც
ჩვენმა წინაპრებმა
შეიტანეს ჩვენი ერის
თვითმყოფადობის
გამომხატველი
კულტურულ-ისტორიული
მემკვიდრეობის შექმნაში.
ყოველთვის სიამაყით
წარმოვთქვამთ
ქართველოლოგიური
სამეცნიერო სკოლების
ფუძემდებელთა - ივანე
ჯავახიშვილის, კორნელი
კეკელიძის, აკაკი შანიძის,
შალვა მირიანაშვილის,
გიორგი ჩიტაიას სახელებს.
ამავე დროს, განსაკუთრებით
საამაყოა, რომ საქართველოს
ისტორიასა და კულტურულ
მემკვიდრეობას იკვლევდნენ
მსოფლიოში აღიარებული
ევროპელი
ქართველოლოგებიც: მარი
ბროსე, დევიდ ლანგი, იულიუს
ასფალგი, ჰუგო შუხარდტი და
სხვანი. ამ ადამიანებმა
ხელი შეუწყეს ქართული
წვლილის გამოვლენას
საკაცობრიო ცივილიზაციის
განვითარებაში. ქართული
ენა, ლიტერატურა, ისტორია,
კულტურა გვაერთიანებს,
როგორც ერს. სწორედ ჩვენი
განსაკუთრებული კულტურული
მემკვიდრეობით ვადგავართ
ევროპულ გზას. სწორედ ჩვენი
ათასწლეულებით
ჩამოყალიბებული იდენტობით
გავხდებით ევროკავშირის
სრულფასოვანი წევრი და
გავამდიდრებთ ევროპულ
ოჯახს, მათ შორის, ჩვენი
უნიკალური ენით, რომელიც
ევროკავშირის 24 ოფიციალურ
ენას დაემატება და
დამწერლობით, რომელიც
ევროკავშირში მეოთხე
დამწერლობა იქნება.
თანამედროვე მსოფლიოში,
გლობალიზაციის ფონზე,
ჩვენი კულტურული
მემკვიდრეობის დაცვა
ისეთი მნიშვნელოვანია,
როგორც არასდროს. ამიტომ
ძალიან ვაფასებთ
საქართველოს მეცნიერებათა
ეროვნული აკადემიის
ძალისხმევას, რომელიც
ჩვენი ეროვნული ენის,
ისტორიისა და კულტურის
შემსწავლელი დარგების
შენარჩუნებასა და შემდგომ
განვითარებაზეა
მიმართული.დღევანდელი
კონგრესი შესანიშნავი
პლატფორმაა მკვლევრებსა
და მეცნიერებს შორის
ცოდნისა და იდეების
გაცვლისათვის, რაც ხელს
შეუწყობს ქართველოლოგიის
სფეროს
თანამედროვეობასთან
შესაბამისობაში
განვითარებას, “ -
განაცხადა პარლამენტის
თავმჯდომარემ.შალვა
პაპუაშვილმა მადლობა
გადაუხადა ქართველოლოგიის
ქართველ და უცხოელ
მეცნიერებსა და
მკვლევრებს
საქმიანობისთვის და ასევე,
მეცნიერებათა ეროვნულ
აკადემიას გაწეული
შრომისთვის.„ჩვენი
წარსულის უკეთ გააზრებითა
და დაფასებით შევძლებთ
ჩვენი ქვეყნისთვის
წარმატებული მომავლის
აშენებას. ჩვენი კულტურული
მემკვიდრეობა ჩვენი
სიძლიერეა. ამიტომ
მნიშვნელოვანია მისი
შენარჩუნება და დაცვა, რათა
ქართული კულტურის სიდიადე
მომავალ თაობებს
გადავცეთ.დიდი მადლობა
მინდა გადავუხადო
ქართველოლოგიის ქართველ
და უცხოელ მეცნიერებსა და
მკვლევრებს მათი ძალიან
ღირებული
საქმიანობისთვის.ასევე,
მადლობა საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნულ
აკადემიას დღევანდელი
ღონისძიების უკვე მეოთხედ
ჩატარებისთვის.
საინტერესო და წარმატებულ
შეხვედრებს გისურვებთ!” -
აღნიშნა შალვა
პაპუაშვილმა.