ჩვენი და ტრამპის
ადმინისტრაციის
მხილებებით ვიცით მისი
ანატომია, მიზნები, როგორია
მისი ინსტრუმენტები,
ამიტომ ახლა ყველაფერი
დამოკიდებულია იმაზე,
რამდენად ეფექტიანად
შეძლებს უპირველეს
ყოვლისა აშშ-ის
ადმინისტრაცია „დიფ
სთეითის“ დამარცხებას, -
განუცხადა პარლამენტის
თავმჯდომარემ შალვა
პაპუაშვილმა
ჟურნალისტებს.„დღეს აშშ-სა
და საქართველოს ჰყავს ერთი
მტერი - ეს არის „დიფ
სთეითი“. ჩვენი და ტრამპის
ადმინისტრაციის
მხილებებით ვიცით მისი
ანატომია, მიზნები, როგორია
მისი ინსტრუმენტები,
ამიტომ ახლა ყველაფერი
დამოკიდებულია იმაზე,
რამდენად ეფექტიანად
შეძლებს უპირველეს
ყოვლისა აშშ-ის
ადმინისტრაცია „დიფ
სთეითის“ დამარცხებას.
ჩვენ ის ძალები არ გვაქვს,
რომელიც აშშ-ის
ადმინისტრაციას აქვს.
აშშ-ის ადმინისტრაციამ
უკვე ბევრი რამ გააკეთა
ამისთვის, პირველი - ამხილა
„დიფ სთეითის“
ინსტრუმენტები USAID-ი, NED-ი და
უცხოური დაფინანსება,
რომლითაც ფინანსდებოდა
სხვა ქვეყნებში
რევოლუციების და
დესტაბილიზაცია. „დიფ
სთეითის“ მიზანია
არაფორმალური მმართველობა
და ქვეყნების საკუთარი
დღის წესრიგისთვის
დაქვემდებარება, რომელიც
ქვეყნების ეროვნულ
ინტერესებს
ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა
პაპუაშვილმა.