შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

Primetime.ge 1 კვირა წინ 23
შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა
 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის - ოლი მეჯლისის სენატის (ზედა პალატის) თავმჯდომარე ტანზილა ნარბაევას შეხვდა.ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთს შორის მეგობრულ კავშირებს, ურთიერთნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობას.მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტო დიპლომატიაზე, როგორც ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობაზე და გამოხატეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა და დადებითად შეაფასა გასულ წელს უზბეკეთში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტი. მან ტანზილა ნარბაევა საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.საუბარი, ასევე, შეეხო შუა დერეფნის სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის უფრო ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობასა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია