გუშინ ვაიმარის
სამკუთხედის წევრმა
პოლონეთის და საფრანგეთის
საელჩოებმა გაავრცელეს
გაფრთხილება საკუთარი
მოქალაქეებისთვის, რომ
ასჯერ დაფიქრდნენ და ისე
ჩამოვიდნენ საქართველოში,
ვითომცდა საქართველოს
საზღვარზე არ შემოშვების
დიდი რაოდენობის გამო, -
წერს საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე,
შალვა პაპუაშვილი
სოციალურ ქსელში.როგორც ის
აღნიშნავს, ძალიან
შემაშფოთებელია, თუ ქართულ
პოლიტიკაზე წარუმატებელი
თავდასხმების შემდეგ, ახლა,
ქართულ ეკონომიკაზე
თავდასხმები უნდა
ვიხილოთ.,,ტურიზმი ჩვენი
ხალხის კეთილდღეობის
ზრდისთვის მნიშვნელოვანი
სფეროა, მასზე უსაფუძვლო
თავდასხმა კი, ქართველი
ხალხის კეთილდღეობაზე და
ჩვენს ეროვნულ ინტერესზე
თავდასხმაა.სინამდვილე, რა
თქმა უნდა, აბსოლუტურად
სხვაა ვიდრე ის აღქმა,
რომლის შექმნასაც ამგვარი
განცხადებებით ცდილობენ.
საბედნიეროდ, საზღვრის
კვეთა არა აღქმების სფერო,
არამედ სტატისტიკის და
ფაქტების
სამყაროა.სტატისტიკა კი ამ
განცხადებების
რეალობასთან აცდენას
ამხელს და აჩვენებს, რომ
საქმე სულ სხვაა, პოლონეთი
და საფრანგეთი, ისევე
როგორც ჯამურად
ევროკავშირი, უფრო მეტ
ქართველს ეუბნება უარს
საზღვრის კვეთაზე, ვიდრე
პირიქით:▪️2024-2025 წლებში
საქართველომ საზღვრის
კვეთაზე უარი უთხრა
პოლონეთის სულ 9 მოქალაქეს,
ხოლო პოლონეთმა -
საქართველოს 1250 მოქალაქეს,
ანუ პოლონეთის მხრიდან იყო
140-ჯერ მეტი უარი საზღვრის
კვეთაზე.▪️2024-2025 წლებში
საქართველომ საზღვრის
კვეთაზე უარი უთხრა
საფრანგეთის სულ 16
მოქალაქეს, ხოლო
საფრანგეთმა - საქართველოს
145 მოქალაქეს, ანუ
საფრანგეთის მხრიდან იყო
9-ჯერ მეტი უარი საზღვრის
კვეთაზე.▪️2024-2025 წლებში
საქართველომ საზღვრის
კვეთაზე უარი უთხრა
ევროკავშირის სულ 184
მოქალაქეს, ხოლო
ევროკავშირის ქვეყნებმა -
საქართველოს 4825 მოქალაქეს,
ანუ ევროკავშირის
ქვეყნების მხრიდან იყო
26-ჯერ მეტი უარი საზღვრის
კვეთაზე.▪️აღარაფერს
ვამბობ იმაზე, რომ 2024-2025
წლებში, პოლონეთმა - 249,
საფრანგეთმა - 280,
ევროკავშირმა კი ჯამში 2463
საქართველოს მოქალაქე
ქვეყნიდან გამოაძევა,” -
წერს პაპუაშვილი.მისი
თქმით, საქართველოს ჯერ
კიდევ დიდი გზა აქვს
გასავლელი საზღვარზე
არშეშვების იმ
რაოდენობებამდე
მისასვლელად, რაც
ევროკავშირის ჩვეული
პრაქტიკაა.მნიშვნელოვანია,
რომ საელჩოები იცავდნენ
ვენის კონვენციას და არ
ავრცელებდნენ ისეთ
ინფორმაციას, რომელიც ყალბ
აღქმებს ქმნის
ადგილსამყოფელი ქვეყნის
შესახებ.დეტალური
სტატისტიკა კი
ასეთია:პოლონელების
შემოსვლა საქართველოში:2024
წელს, პოლონეთის 66,504
მოქალაქემ გადმოკვეთა
საქართველოს საზღვარი. 2024
წელს საქართველოს
საზღვრის კვეთაზე უარი
ეთქვა პოლონეთის 7
მოქალაქეს.2025 წელს,
პოლონეთის 10,165 მოქალაქემ
გადმოკვეთა საქართველოს
საზღვარი.2025 წელს
საქართველოს საზღვრის
კვეთაზე უარი ეთქვა
პოლონეთის 2 მოქალაქეს.2024 და
2025 წლებში, საქართველოს
საზღვარი გადმოკვეთა
ჯამში - პოლონეთის 76,669
მოქალაქემ.2024 და 2025 წლებში
საქართველოს საზღვრის
კვეთაზე უარი ეთქვა
პოლონეთის 9
მოქალაქეს.ქართველების
შესვლა პოლონეთში:2024 წელს,
საქართველოს 65,835 მოქალაქემ
გადაკვეთა პოლონეთის
საზღვარი. საზღვრის
კვეთაზე უარი ეთქვა
საქართველოს 975 მოქალაქეს.2025
წელს, საქართველოს 15,964
მოქალაქემ გადაკვეთა
პოლონეთის საზღვარი.
საზღვრის კვეთაზე უარი
ეთქვა საქართველოს 275
მოქალაქეს.2024-2025 წლებში,
საქართველოს 81,799 მოქალაქემ
გადაკვეთა პოლონეთის
საზღვარი. აქედან საზღვრის
კვეთაზე უარი ეთქვა
საქართველოს 1250
მოქალაქეს.გარდა ამისა, 2024-
2025 წლებში დეპორტირებულ
იქნა საქართველოს 249
მოქალაქე.🇫🇷 ➡️ 🇬🇪
ფრანგების შემოსვლა
საქართველოში:✅ 2024 წელს,
საფრანგეთის 28,302 მოქალაქემ
გადმოკვეთა საქართველოს
საზღვარი.❌ 2024 წელს
საქართველოს საზღვრის
კვეთაზე უარი ეთქვა
საფრანგეთის 7 მოქალაქეს.✅
2025 წელს, საფრანგეთის 5,008
მოქალაქემ გადმოკვეთა
საქართველოს საზღვარი.❌ 2025
წელს საქართველოს
საზღვრის კვეთაზე უარი
ეთქვა საფრანგეთის 9
მოქალაქეს.✅ 2024 და 2025 წლებში,
საქართველოს საზღვარი
გადმოკვეთა ჯამში -
საფრანგეთის 33,310
მოქალაქემ.❌ 2024 და 2025 წლებში
საქართველოს საზღვრის
კვეთაზე უარი ეთქვა
საფრანგეთის 16
მოქალაქეს.🇬🇪 ➡️ 🇫🇷
ქართველების შესვლა
საფრანგეთში:‼️2024 წელს,
საქართველოს 53,276 მოქალაქემ
გადაკვეთა საფრანგეთის
საზღვარი. საზღვრის
კვეთაზე უარი ეთქვა
საქართველოს 130
მოქალაქეს.‼️2025 წელს,
საქართველოს 12,397 მოქალაქემ
გადაკვეთა საფრანგეთის
საზღვარი. საზღვრის
კვეთაზე უარი ეთქვა
საქართველოს 15
მოქალაქეს.2024-2025 წლებში,
საქართველოს 65,673 მოქალაქემ
გადაკვეთა საფრანგეთის
საზღვარი. აქედან საზღვრის
კვეთაზე უარი ეთქვა
საქართველოს 145
მოქალაქეს.გარდა ამისა 2024-2025
წლებში დეპორტირებულ იქნა
საქართველოს 280
მოქალაქე.🇪🇺 ➡️ 🇬🇪
ევროკავშირის
მოქალაქეების შემოსვლა
საქართველოში:✅ 2024 წელს,
ევროკავშირის ქვეყნების
406,042 მოქალაქემ გადმოკვეთა
საქართველოს საზღვარი.❌ 2024
წელს საქართველოს
საზღვრის კვეთაზე უარი
ეთქვა ევროკავშირის
ქვეყნების 108 მოქალაქეს.✅ 2025
წელს, ევროკავშირის
ქვეყნების 67,380 მოქალაქემ
გადმოკვეთა საქართველოს
საზღვარი.❌ 2025 წელს
საქართველოს საზღვრის
კვეთაზე უარი ეთქვა
ევროკავშირის ქვეყნების 76
მოქალაქეს.✅ 2024 და 2025 წლებში,
საქართველოს საზღვარი
გადმოკვეთა ჯამში -
ევროკავშირის ქვეყნების
473,422 მოქალაქემ. 2024 და 2025
წლებში საქართველოს
საზღვრის კვეთაზე უარი
ეთქვა ევროკავშირის
ქვეყნების 184
მოქალაქეს.ქართველების
შესვლა ევროკავშირში: 2024
წელს, საქართველოს 438,170
მოქალაქემ გადაკვეთა
ევროკავშირის საზღვარი.
აქედან საზღვრის კვეთაზე
უარი ეთქვა საქართველოს 4825
მოქალაქეს.გარდა ამისა 2024-2025
წლებში ევროკავშირის
ქვეყნებიდან დეპორტირებულ
იქნა საქართველოს 2463
მოქალაქე“, - წერს
პაპუაშვილი.