კონფერენციის მსვლელობის
მომენტში, საქართველო არის
ლიდერი ბევრ კანდიდატთან
შედარებით; საქართველო
არის ლიდერი ევროკავშირის
ზოგ წევრ ქვეყანასთან
შედარებითაც კი
სხვადასხვა პარამეტრით და
უსამართლობაა, როდესაც
საქართველოს მიმართ არის
ისეთი მოპყრობა, რომელსაც
ის არ იმსახურებს, -
განუცხადა ჟურნალისტებს
ბუდაპეშტში ვიზიტისას
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარემ.შალვა
პაპუაშვილმა ევროკავშირის
წევრი და პარტნიორი
ქვეყნების პარლამენტების
თავმჯდომარეების
კონფერენციაზე განხილული
საკითხები
შეაჯამა.„გვაქვს
შესაძლებლობა, რომ
განსაკუთრებით,
ევროკავშირის წევრი
ქვეყნების პარლამენტების
თავმჯდომარეებთან
გვესაუბრა
საქართველო-ევროკავშირთან
ურთიერთობის ჩვენეულ
ხედვაზე. იმაზე, თუ სად
ვხედავთ ჩვენ
გამოწვევებს.სამწუხაროდ,
დღეს ევროკავშირის
ბიუროკრატიის გარკვეული
ნაწილის მცდელობებით,
შექმნილია გარკვეული
სირთულეები და ჩვენ
ველოდებით ამ სირთულეების
გადაწყვეტას. ბურთი ახლა
ევროკავშირის მხარესაა და
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ
დროულად მოხდება ერთი
მხრივ, გაცნობიერება იმის,
რომ საქართველო საჭირო
ნაწილია შემდგომი
ევროპული
განვითარებისთვის, ბევრი
ასპექტით - როგორც
გეოპოლიტიკური, ასევე
ეკონომიკური და მეორე
მხრივ, აღიარება იმის, რომ
საქართველო დღესაც, ამ
მომენტშიც, კონფერენციის
მსვლელობის მომენტში, არის
ლიდერი ბევრ კანდიდატთან
შედარებით; საქართველო
არის ლიდერი ევროკავშირის
ზოგ წევრ ქვეყანასთან
შედარებითაც კი
სხვადასხვა პარამეტრით და
უსამართლობაა, როდესაც
საქართველოს მიმართ არის
ისეთი მოპყრობა, რომელსაც
ის არ იმსახურებს“, -
განაცხადა პაპუაშვილმა.