შალვა პაპუაშვილი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

Primetime.ge 3 საათი წინ 7
შალვა პაპუაშვილი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.ლიტურგიაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა.
სრულად წაიკითხეთ სტატია