ძალიან წარმატებული
დღეები გვქონდა და
დარწმუნებული ვარ,
დღევანდელი დღეც ასეთივე
წარმატებული იქნება, -
განუცხადა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილმა
ქართველ ჟურნალისტებს
უზბეკეთში.მისი თქმით, დღეს
ქართული დელეგაციისთვის
ბოლო დღეა.„დღეს,
საქართველოს პარლამენტის
დელეგაცია გააგრძელებს
შეხვედრებს
პარლამენტთაშორისი
კავშირის კონფერენციის
ფარგლებში.დღეს, ჩვენი
დელეგაციისთვის ბოლო დღეა.
შეხვედრები გვექნება
მასპინძელი ქვეყნის ზედა
და ქვედა პალატის
თავმჯდომარეებთან. ასევე,
სხვადასხვა ქვეყნის
წარმომადგენლებთან,
პარლამენტის
თავმჯდომარეებთან.ძალიან
წარმატებული დღეები
გვქონდა და დარწმუნებული
ვარ, დღევანდელი დღეც
ასეთივე წარმატებული
იქნება“, - აღნიშნა შალვა
პაპუაშვილმა.ცნობისთვის,
საქართველოს პარლამენტის
დელეგაცია
პარლამენტთაშორისი
კავშირის ასამბლეაში
მონაწილეობს. უზბეკეთში
მიმდინარე ფორუმს, 130-მდე
ქვეყნის მაღალი რანგის
დელეგაცია ესწრება.
პარლამენტის თავმჯდომარე
უკვე შეხვდა კოლეგებს
თურქეთიდან, ისრაელიდან,
ბელგიიდან, შვეიცარიიდან,
საფრანგეთიდან,
ტაჯიკეთიდან და
ინდოეთიდან.