შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: წარმოუდგენელია, რომ ადამიანი თავის თავზე იღებს თქვას სად იყო ძალადობა, ვინ ჩაიდინა ძალადობა და სანქციები გამოუწეროს ამ ადამიანებს. ის პროკურორად არ დაუნიშნავს აქ ევროკავშირს

Primetime.ge 3 საათი წინ 7
შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: წარმოუდგენელია, რომ ადამიანი თავის თავზე იღებს თქვას სად იყო ძალადობა, ვინ ჩაიდინა ძალადობა და სანქციები გამოუწეროს ამ ადამიანებს. ის პროკურორად არ დაუნიშნავს აქ ევროკავშირს
„გამაოგნებელია ბატონი ჰერჩინსკის განცხადებები. მე ვურჩევდი, რომ ვენის კონვენცია კიდევ ერთხელ გადაიკითხოს. ის არც პროკურორად დაუნიშნავს აქ ევროკავშირს და არც აგრემანი არ მიგვიცია ჩვენ მისთვის, როგორც პროკურორისთვის საქართველოში. ეს ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას, რომელმაც აქციაზე მყოფი პოლიციელების დასანქცირების აუცილებლობაზე ისაუბრა.მისი თქმით, ევროკავშირის ელჩს არ აქვს უფლება საქართველოში პროკურორის როლი შეითავსოს და გადაწყვიტოს ვინმეს ბრალეულობა.„წარმოუდგენელია, რომ ადამიანი თავის თავზე იღებს ერთი, რომ თქვას სად იყო ძალადობა, მეორე - თქვას ვინ ჩაიდინა ძალადობა და მესამე, სანქციები გამოუწეროს ამ ადამიანებს.არ ვიცი ასეთი პრეტენზია თუ აქვს, რომ ერთ თავში იყოს თავმოყრილი მასში პროკურორის, ადვოკატის, ბრალმდებელიც, მოსამართლეც და მერე შემდეგ უკვე სასჯელის აღსრულებაც მისი ხელში იყოს, მე მგონია აცდენილი არის იმას თუ რას ნიშნავს ელჩობა სხვა ქვეყანაში.სწორედ ბრიუსელიდან დაფინანსებული ადამიანები ჩართული არიან ძალადობაში. რატომ არ გვეუბნებიან დღემდე, რატომ გვიმალავს, მათ შორის ევროკავშირის ელჩი, რაში იხარჯება „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ ფული. მიზეზი, რატომაც მალავს დღემდე ევროკავშირის ელჩი და ბრიუსელი „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ ფინანსები სად მიდის არის ის, რომ როგორც კი გასაჯაროვდება, როგორც ეს მოხდა USAID-ის და ამერიკული დაფინანსების შემთხვევაში, ყველა დაინახავს, რომ ეს ფული მიდიოდა მოძალადე ჯგუფებზე, რომ ეს ფული მიდიოდა დეზინფორმაციაზე, პროპაგანდაზე, რომ ეს ფული იხარჯებოდა პოლიტიკაში და რა თქმა უნდა არ უნდა არ სურთ ზოგიერთებს, რომ ეს გახდეს საჯარო. ამიტომ ნაცვლად მორალისტობისა და ქართველი ხალხის დამუნათებისა მისი ფუნქცია, რაც არის ის შეასრულოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია