შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ევროპული გზა მოკლეზე გადაჭრილი გზაა, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების გარეშე, სადაც ქვეყნის გამთლიანება მეორეხარისხოვანია; „ქართული ოცნების“ ევროპული გზა კი მხოლოდ ერთიანი საქართველოს ევროპული გზაა

Primetime.ge 2 თვის წინ 22
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ევროპული გზა მოკლეზე გადაჭრილი გზაა, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების გარეშე, სადაც ქვეყნის გამთლიანება მეორეხარისხოვანია; „ქართული ოცნების“ ევროპული გზა კი მხოლოდ ერთიანი საქართველოს ევროპული გზაა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ევროპული გზის განსხვავებებზე გაამახვილა ყურადღება.როგორც მან განმარტა, „ქართული ოცნების“ ევროპული გზა გულისხმობს ღირსებით წინსვლას და სხვებთან შეთანხმებას, ასევე, ოპოზიციისგან განსხვავებით, რომლისთვისაც ქვეყნის გამთლიანება მეორეხარისხოვანია, „ქართული ოცნების“ ევროპული გზა მხოლოდ ერთიანი საქართველოს ევროპული გზაა.„ოპოზიციის ევროპული გზა ფუნქციადაკარგული ერის და დანიშნულება გამოცლილი ქვეყნის გზაა, სადაც ჩვენი როლი მხოლოდ სხვათადირექტივებზედათანხმებაა. „ქართული ოცნების“ ევროპული გზა კი - ჩვენი ღირებულებების საფუძველზე, ღირსებით წინსვლა და სხვებთან შეთანხმებაა და არა უსიტყვოდ დათანხმებაა.ოპოზიციის ევროპული გზა მოკლეზე გადაჭრილი გზაა, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების გარეშე, სადაც ქვეყნის გამთლიანება მეორეხარისხოვანია; „ქართული ოცნების“ ევროპული გზა კი მხოლოდ ერთიანი საქართველოს ევროპული გზაა. ამიტომ, მინდა, აქედან მივმართო აფხაზებსაც და ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ერების გადარჩენის და სიძლიერის გზა მხოლოდ საქართველოს ერთიანობაზე გადის.“ - განუცხადა შალვა პაპუაშვილმა ზუგდიდში შეკრებილ მოსახლეობას.
სრულად წაიკითხეთ სტატია