უკვე 13 წელი გახდა, რაც
უპერსპექტივოები არიან.
ასეა, ცხოვრება მიდის,
ისინი კი ჭკუას ვერ
სწავლობენ და ვერ
სწავლობენ იმიტომ რომ მათ
დათმობილი აქვთ მთავარი
რაც უნდა ჰქონდეს
პოლიტიკოსს, ეს არის
თავისუფლება, - განაცხადა
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილმა
ოპოზიციაზე საუბრისას.
მისი თქმით, ოპოზიციური
პარტიები, ენჯეოები
თავიანთი პატრონებისგან
უცხოურ დაფინანსებას
იღებენ და აკეთებენ
ყველაფერს, რასაც
დაავალებენ.„ისინი დღეს
არიან ყმები გარე ძალებისა.
ყველაფერი ხელის გულზე
დევს, დასამალიც არაფერი
აღარ აქვთ. ქალბატონი
სალომე იღებს ფულს
„მაკკეინის
ინსტიტუტისგან“, ეს ქრთამი,
რომელიც მას ეძლევა არის
იმისთვის, რომ დააზიანოს
ქართველი ხალხი. ამას არ
მალავს „მაკკეინის
ინსტიტუტი“, მათ
სცენარებიც კი შექმნეს,
როგორ უნდა ჩამოშალონ
ჩვენი ეროვნული ერთობა,
როგორ უნდა დააპირისპირონ
ხალხი ერთმანეთს, როგორ
უნდა დააზიანონ
საქართველოს ეკონომიკა.
ამაში ხელფასს უხდიან
სალომე ზურაბიშვილს,
ენჯეოებს, ფულს აძლევენ და
ამას აკეთებინებენ
ოპოზიციას. ამიტომ მათ
მთავარი რამ დათმეს, რაც
პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს,
ეს არის ნების თავისუფლება.
ისინი დღეს არიან ყმები,
დადიან თავის ბატონებთან,
ვხედავთ სხვადასხვა
რეისებს სხვადასხვა
ქალაქში. ხომ ხედავთ, ვერ
გაბედეს ეთქვათ რომ ჩვენი
ფულით ვიყავითო. რამდენჯერ
ვიკითხე, რა ფული ჩადიოდნენ
ბალტიის ქვეყნებში ვინ
დაუფინანსა სასტუმრო,
ბილეთი, კვება. მალავენ ამ
ყველაფერს, რადგან ეს არის
აკრძალული დაფინანსება -
პოლიტიკური პარტიების
დაფინანსება უცხო
წყაროდან აკრძალულია და ეს
თეთრი და ფუმფულა ევროპული
ფონდები ასე უხეშად
არღვევენ ქართულ
კანონმდებლობას და
აფინანსებენ პოლიტიკურ
ჯგუფებს და ისინიც რა თქმა
უნდა ამ ფონდებისგან
მოქრთამულები ცდილობენ,
რომ დაანგრიონ ქართული
საზოგადოება, ქართული
სახელმწიფო, ეკონომიკა და
ამის ერთ-ერთი ეს
გამოვლინება ვნახეთ გუშინ
იმ ამაზრზენი ძალადობის
აქტით, რომელიც უცხოური
დაფინანსებით მოეწყო
რუსთაველის გამზირზე
რამდენიმე არასამთავრობო
ორგანიზაციის და
პოლიტიკური პარტიის მიერ“,
- აცხადებს პაპუაშვილი.